პორტალი:ძველი რომი/რჩეული სტატია/1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რომის სამეფო (ლათინურად: Regnum Romanum) იყო მონარქიული სახელმწიფო რომში ძვ. წ. 753-ძვ. წ. 510, ქალაქის დაარსებიდან რესპუბლიკად გამოცხადებამდე. რომის სამეფოს შესახებ მწირი წერილობითი ცნობებია შემორჩენილი, ხოლო ჩვენამდე მოღწეული ისტორიის დიდი ნაწილი, რომის რესპუბლიკისა და იმპერიის პერიოდშია დაწერილი და მეტწილად ლეგენდებს ეფუძნება. ქალაქის დამაარსებლები იყვნენ წარმოშობით ტროელები, ტყუპი ძმები რომულუსი და რემუსი. რომულუსი, ძმის მკვლელობის შემდეგ, ქალაქისთვის სახელის მიმცემი და რომის პირველი მეფე გახდა. უკანასკნელი მონარქი ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუსი იყო, რომელიც ხალხმა უსამართლო და უზნეო მმართველობის გამო დაამხო. შედეგად რომში მეფობა დასრულდა და დაიწყო რესპუბლიკის ხანა. (…სრულად)