პორტალი:ძველი რომი/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეორე სამნიტური ომი ანუ დიდი სამნიტური ომი გახდა იტალიაში რომაელთა დომინანტობისკენ გადადგმული კიდევ ერთი დაბიჯი. ამ ომს წინ უძღვოდა პირველი სამნიტური ომი და ლათინური ომი. იგი დაიწყო ძვ. წ. 326 წელს და გასტანა 20 წელიწადზე მეტხანს, ძვ. წ. 304 წლამდე.

ძვ. წ. 328 წელს პალეოპოლის და ნეაპოლის მცხოვრები ბერძნები იჭრებოდნენ კამპანიაში რომაულ დასახლებებში და არბევდნენ მათ. რომაელებმა გაგზავნეს ბერძნებთან ელჩები დაკმაყოფილების მოსათხოვნად, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა. ცხადი იყო რომ ბერძნებთან ერთად ომს სამნიტებიც დაიწყებდნენ და თვით კამპანიელებიც აჯანყდებოდნენ.

ომის დაწყებამდე რომაელებმა სამნიტებთან ელჩები გაუშვეს. ეს მოლაპარაკებაც უშედეგო აღმოჩნდა, ცხადი იყო რომ სამნიტებს მიუხედავად წინა ომში დამარცხებისა, ახალი ომი სწყურიათ. (…სრულად)