პორტალი:ვარსკვლავური ომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პორტალი:ვარსკვლავური ომები
პორტალი:ვარსკვლავური ომები
ჯორჯ ლუკასი, „ვარსკვლავური ომების“ შემქმნელი.
ჯორჯ ლუკასი, „ვარსკვლავური ომების“ შემქმნელი.

ვარსკვლავური ომები“ (ინგლ. Star Wars) — ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის მედია-ფრენჩაიზი, შექმნილი ჯორჯ ლუკასის მიერ. მასში აღწერილია მოვლენები, რომლებიც მიმდინარეობს „უხსოვარ დროს, შორეულ გალაქტიკაში“.

ფრენჩაიზი ჩამოყალიბდა 1977 წელს ფილმის „ვარსკვლავური ომები“ გამოშვებით (მოგვიანებით მან შეიძინა ქვესათაური „ეპიზოდი IV: ახალი იმედი“). ფილმი მსოფლიო პოპულარული კულტურის ფენომენად იქცა. მას მოჰყვა ორი წარმატებული გაგრძელება - „იმპერიის საპასუხო შეტევა“ (1980) და „ჯედაის დაბრუნება“ (1983) - ეს სამი ფილმი შეადგენს ორიგინალურ ტრილოგიას. 1999-2005 წლებში გამოვიდა წინარეისტორიების ტრილოგია, რომელშიც შესულია სამი ფილმი - „ფარული საფრთხე“ (1999), „კლონების შეტევა“ (2002) და „სითების შურისძიება“ (2005). ამ ტრილოგიამ კრიტიკოსების და მოყვარულების არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. გაგრძელების ტრილოგია დაიწყო 2015 წელს, „ძალის გამოღვიძების“ გამოშვებით. შვიდივე ფილმი სხვადასხვა დროს ნომინირებული იყო ოსკარზე (გაიმარჯვა მხოლოდ პირველმა ორმა) და კომერციულად წარმატებული იყო. მათ საერთო მოგებამ 7.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რამაც „ვარსკვლავური ომები“ აქცია ყველა დროის ერთ-ერთ შემოსავლიან ფილმების სერიად. ფრენჩაიზში აგრეთვე არსებობს მთელი რიგი განშტოებების, ანიმაციური სერიალის „კლონების ომები“ (2008) და ანთოლოგიურ ფილმ „განდგომილი ერთის“ სახით. ...ვრცლად

შემთხვევითი სტატია - შემდეგის ჩვენება


ვარსკვლავური ომების გაგრძელების ტრილოგია“ — მესამე ტრილოგია „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზში, რომელიც შეიქმნა ჯორჯ ლუკასის მიერ. მას აწარმოებს Lucasfilm, ხოლო პროდიუსერია Walt Disney Studios Motion Pictures. ტრილოგიაში შედის ეპიზოდები VII–IX. იგი ქრონოლოგიურად მიმდინარეობს „ჯედაის დაბრუნების“ (1983) შემდეგ. ლუკასმა გაგრძელება ჯერ კიდევ 1970-იანებში დაგეგმა, მაგრამ 1990-იანების მიწურულს გეგმები შეცვალა და წინარეისტორიის ტრილოგიაზე მუშაობა დაიწყო. The Walt Disney Company-მ Lucasfilm 2012 წლის ბოლოს შეიძინა და განაცხადა, რომ განაგრძობდა ფილმების სერიაზე მუშაობას.

სერიის პირველი სურათი, „ძალის გამოღვიძება“, აშშ-ში გამოვიდა 2015 წლის დეკემბერში. მისი რეჟისორია ჯეი ჯეი აბრამსი, ხოლო სცენარისტები – თავად აბრამსი, ლოურენს კესდენი და მაიკლ არნდტი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ წინა ტრილოგიის მსახიობები, ჰარისონ ფორდი, მარკ ჰემილი, კერი ფიშერი და სხვები. ახალ მსახიობებს შორის არიან ადამ დრაივერი, დეიზი რიდლი, ჯონ ბოიეგა და ოსკარ აიზეკი.

ვრცლად...
ამ დღეს...

28 აპრილი: პორტალი:ვარსკვლავური ომები/ამ დღეს/28 აპრილი

იცოდით თუ არა...
ძირითადი მედია
ფილმები
ანიმაციური
ტელევიზია
კატეგორია