პასტო (კოლუმბია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პასტო
Pasto
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
დეპარტამენტი ნარინიო
კოორდინატები 01°12′28″ ჩ. გ. 77°16′38″ დ. გ. / 1.20778° ჩ. გ. 77.27722° დ. გ. / 1.20778; -77.27722
დაარსდა 1539
ფართობი 1 181 კმ²
სიმაღლე 2 527
მოსახლეობა 321 345 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 270 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +57 2
საფოსტო ინდექსი 520001-520099
ოფიციალური საიტი http://www.pasto.gov.co/

პასტო (კოლუმბია) მდებარეობა კოლუმბია

Red pog.svg

პასტო, ოფიციალურად სან-ხუან-დე-პასტო (ესპ. San Juan de Pasto) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ კოლუმბიაში, ნარინიოს დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს ანდების კორდილიერაში, გალერასის ვულკანის ძირას, ზღვის დონიდან 2 527 მეტრზე. მოსახლეობა დაახლოებით 500 000 ადამიანს შეადგენს.

თავდაპირველად პასტო 1537 წელს ესპანელმა კონკისტადორმა სებასტიან დე ბალალკასარმა დააარსა. 1539 წელს, სხვა კონკისტადორმა ლორენსო დე ალდანამ ქალაქი ამჟამინდელი მდებარეობის ადგილას გადაიტანა და სან-ხუან-დე-პასტო უწოდა. პასტო ადგილობრივი ხალხი იყო, რომელიც ამ დროისათვის სახლობდა არეალში.

ჯერ კიდევ კოლონიური ხანიდან ქალაქი რეგიონის ადმინისტრაციული, კულტურული და რელიგიური ცენტრია. დღემდე მას კოლუმბიის თეოლოგიურ ქალაქს უწოდებენ. ესპანელთა წინააღმდეგ კოლუმბიის დამოუკიდებლობისათვის ომში, ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებით, პასტო როიალისტური ქალაქი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ნაწილობრივ ამ მიზეზით და ნაწილობრივ გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საკმაოდ დიდხანს პასტო დანარჩენი კოლუმბიისგან იზოლირებული რჩებოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ქალაქის ხედი ჩრდილოეთიდან
ქალაქის ხედი ჩრდილოეთიდან