პაკისტანის არქიტექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაკისტანის მონუმენტი ისლამაბადში, აგებული აყვავებული ყვავილის ფორმაში. ფურცლები წარმოადგენს პაკისტანის პროვინციებსა და ტერიტორიებს.

პაკისტანის არქიტექტურა— მოიცავს სხვადასხვა სტრუქტურებს, რომლებიც აგებულია დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ინდის ცივილიზაციის დასაწყისში III ათასწლეულის შუა ხანებში [1] ძვ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე, იმ ტერიტორიაზე, რომელიც  თანამედროვე პაკისტანის შემადგენლობაშია, დაიწყო დასახლებული პუნქტების მშენებლობა. მათი  ნაწილი დღემდეა შემორჩენილი. ამას მოჰყვა განდარას ბუდისტური არქიტექტურული სტილი, რომელმაც ელემენტები ისესხა ძველი საბერძნეთისგან. ამ სტილის ნიმუშების ნახვა შეიძლება ტაქსილაში [2].[3]

ადრეული  ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოჰენჯო-დარო, ერთ-ერთი პირველი დიდი ქალაქი მსოფლიოში.
ინდო-ისლამური არქიტექტურის ნიმუში-შაჰ რუქნ-ალ-ალამის საფლავი- მულთანი

პაკისტანის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძვ.წ. IV-III ათ ასწლეულებში კულტურის ნაშთები მდინარე ინდის ხეობაში მიკვლეულია უძველესი ცივილიზაციის ცენტრები-ნაქალაქარები მოჰენჯო-დარო და ჰარაპა.  შემდეგში ინდისავე რაიონში განდჰარის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოცენდა კულტურის ახალი კერა. მან კულტურის  უმაღლეს განვითარებას მიაღწია ქუშანის სამეფოში (შემორჩენილია საკულტო ნაგებობანი, რელიეფები და მოხატულობა. არაბებს, რომლებმაც VIII საუკუნეში დაიპყრეს სინდი, არ დატოვეს კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები. მხოლოდ კარაჩიში შემორჩა ქალაქის ციხესიმაგრისა და მეჩეთის ნაშთები. XI საუკუნის შემდეგ ახლო და შუა აღმოსავლეთიდან მოსული ფეოდალები საბოლოოდ დამკვიდრდნენ ინდის აუზში. გაჩნდა ნაგებობების ახალი ტიპები- მეჩეთები, მინარეთები, მავზოლეუმები. ნაგებობები ძირითადად თიხატკეპნილისა და ალიზის იყო. აგურით ნაშენი მონუმენტური ნაგებობები  შემკულია ფერადი მოზაიკით, ხეზე ნაკვეთი ჩუქურთმით. XVI-XVII საუკუნეებში. [4][5][6]

მოგოლთა არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰავალპური-ნურ მაჰალი
ვაზირ ხანის მეჩეთი[7]

დიდი მოგოლების ხანაში, ფართოდ გაიშალა მშენებლობა. შენდებოდა ციხესიმაგრეები, სასახლეები. გაძლიერდა სატახტო ქალაქი ლაჰორი.  ხუროთმოძღვრების ძეგლები შემორჩა ტატაში-შაჰ-ჯაჰანის მეჩეთი, ვაზირ ხანის მეჩეთი და ლაჰორის მარგალიტის მეჩეთი.  XVI-XVII საუკუნეებში უმაღლეს განვითარებას მიაღწია მოგოლურმა მინიატურამ.

ბრიტანული კოლონიური არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული აკადემია

ბრიტანეთის ინდოეთის პერიოდში შემუშავდა მშენებლობის ინდოევროპული  სტილი, რაც ევროპული და ინდურ-ისლამური კომპონენტების ერთგვარი ნაზავია. ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა მოჰათას სასახლე და ფრიერის დარბაზი.

XIX საუკუნის მეორე ნახევრში აშენდა ახალი ქალაქები ნავსადგურებითა და ვაგზლებით. მშენებლობაში მონაწილეობდნენ ინგლისელი ხუროთმოძღვრები.

დამოუკიდებელი პაკისტანის არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაკისტანის შექმნის (1947) შემდეგ ფართოდ გაიშალა მშენებლობა (მეჩეთები, მაავზოლეუმები) . განაშენიანდა ახ. დედაქალაქი ისლამაბადი.ქალაქი ისლამაბადი შეიქმნა ბერძენი არქიტექტორის კონსტანტინოს აპოსტოლუ დოქსიადისის მიერ და დასრულდა 1966 წელს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პაკისტანი ცდილობდა თავისი ეროვნული იდენტურობის გამოხატვას არქიტექტურით. ეს განსაკუთრებით აისახება ისლამაბადში, ფაისალის მეჩეთის არქიტექტურულ ფორმებში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთია მსოფლიოში, იგი დააპროექტა ვედატ დალოკაიმ. მეჩეთი აშენდა 1976 - 1986 წლებში. გარდა ამისა, ლაჰორში აშენდა მანარ  პაკისტანი და თეთრი მარმარილოს მავზოლეუმი. კარაჩიში - ჯინას მავზოლეუმი.  პაკისტანის მონუმენტი  ისლამაბადში კულტურის, დამოუკიდებლობისა და თანამედროვე არქიტექტურის ინტეგრაციის ერთ-ერთი უახლესი მაგალითია.

ისლამაბადში 2007 წელს აშენებული ეროვნული მონუმენტი აყვავებული ყვავილის ფორმისაა. მონუმენტის ოთხი მთავარი ფურცელი წარმოადგენს ბალუჯისტანის, ხაიბერ-ფახტუნხვას, პენჯაბისა და სინდის ოთხ პროვინციას, ხოლო სამი პატარა ფურცელი წარმოადგენს გილგიტ-ბალტისტანის, აზად ქაშმირის და ტომის ტერიტორიების სამ ტერიტორიას.

ამჟამად ქალაქებში გავრცელებულია საერთაშორისო სტილში აშენებული ცათამბჯენები.

იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

         სქოლიო      ·        [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

·        ·        

  1. Guisepi, R.A. The Indus Valley And The Genesis Of South Asian Civilization დაარქივებული 2012-06-10 საიტზე Wayback Machine. 9 ივნისი 2012 წ.. Retrieved on February 6, 2008
  2. Meister , M.W. (1997). Gandhara-Nagara Temples of the Salt Range and the Indus. Kala, the Journal of Indian Art History Congress. Vol 4 (1997-98), pp. 45-52.
  3. Centre, UNESCO World Heritage. "Taxila". UNESCO World Heritage Centre. Retrieved 2018-12-14.
  4. Meister , M.W. (1996). Temples Along the Indus. Expedition, the Magazine of the University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology. Vol 38, Issue 3. pp. 41-54
  5. Centre, UNESCO World Heritage. "Archaeological Site of Harappa". UNESCO World Heritage Centre. Retrieved 2018-12-14.
  6. Centre, UNESCO World Heritage. "Archaeological Ruins at Moenjodaro". UNESCO World Heritage Centre. Retrieved 2018-12-14.
  7. Centre, UNESCO World Heritage. "Wazir Khan's Mosque, Lahore". UNESCO World Heritage Centre. Archived from the original on 2018-08-02. Retrieved 2018-12-14.