ბელუჯისტანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ძირითადი ეთნიკური ჯგუფები პაკისტანსა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 1980 წელს. ვარდისფერით აღნიშნულია ბელუჯებით დასახლებული ტერიტორია.
ბელუჯისტანი — რეგიონი სამხრეთ აზიაში, ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ირანის მთიანეთის ნაწილი. მოიცავს ირანის სამხრეთ ნაწილს, დასავლეთ პაკისტანსა და სამხრეთ-დასავლეთ ავღანეთს. სახელწოდება მომდინარეობს ბელუჯებისგან, რომლებიც ამ რეგიონის ძირითად მაცხოვრებლებს წარმოადგენენ.