პავლე (სერბეთის პატრიარქი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პავლე
პეჩის მთავარეპისკოპოსი და ბელგრად–კარლოვალის მიტროპოლიტი, პატრიარქი სრულიად სერბეთისა
Patrijarh Pavle.jpg
ეკლესია სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 30 ნოემბერი 1990
წასვლა 15 ნოემბერი, 2009
წინამორბედი გერმანე
მემკვიდრე ირინეოსი

საერო სახელი გოიკო სტოიჩევიჩი
Гојко Стојчевић
დაიბადა 11 სექტემბერი, 1914
კუჩანცი, სლავონია, ავსტრია–უნგრეთი
გარდაიცვალა 15 ნოემბერი 2009
ბელგრადი, სერბეთი
ეროვნება სერბი
რელიგია ქრისტიანობა
ალმა მატერი ბელგრადის უნივერსიტეტი

პავლე – (სერბ. Патријарх Павле, ერობაში გოიკო სტოიჩევიჩი, სერბ. Гојко Стојчевић; 11 სექტემბერი 191415 ნოემბერი 2009) – სერბეთის პატრიარქი. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი. სრული წოდებაა პეჩის მთავარეპისკოპოსი და ბელგრად–კარლოვალის მიტროპოლიტი, პატრიარქი სრულიად სერბეთისა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, 11 სექტემბერს (1914). დღევანდელი ხორვატიის ისტორიულ ოლქ სლავონიაში, სოფელ კუჩანცში;

1929 წელს დაამთავრა ბელგრადის გიმნაზია;

1936 წელს სარაევოს სემინარია;

1941 წელს ბელგრადის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი;

1948 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა პავლე;

1948 წელს ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად;

1949-1955 წლებში მოღვაწეობდა რაჩას მონასტერში;

1954 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად და დაინიშნა საპატრიარქოს პროტოსვინგელოზად;

1955 წელს სწავლა განაგრძო ათენში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე;

1957 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში;

1957 წელს წმ. სინოდმა არქიმანდრიტი პავლე დაინიშნა რაშკო-პრიზრენის ეპისკოპოსად; ხელდასხმა შესრულდა ბელგრადის საპატრიარქო ტაძარში 1957 წლის 21 სექტემბერს;

1990 წლის 1 დეკემბერს იგი არჩეულ იქნა სერბეთის პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა ამავე წლის 3 დეკემბერს;

გარდაიცვალა 2009 წლის 15 ნოემბერს, ბელგრადში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: