ირინეოსი (სერბეთის პატრიარქი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირინეოსი II
უწმიდესი მთავარესპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრადისა და კარლოვაცისა და პატრიარქი სრულიად სერბეთისა
Irineosi.jpg
სერბეთის პატრიარქი
ეკლესია სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია

საერო სახელი მიროსლავ გავრილოვიჩი
დაიბადა 28 აგვისტო, 1930 (სერბეთის დროშა სერბია)
ეროვნება სერბი
Ириней (Патриарх Сербский).jpg

პატრიარქი ირინეოსი (სერბ. Патријарх Иринеј; დაიბადა 28 აგვისტო, 1930; საერო სახელი — მიროსლავ გავრილოვიჩი; სერბ. Мирослав Гавриловић) — ეპისკოპოსი; 2010 წლის 22 იანვრიდან სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

  • ერისკაცობაში - მიროსლავ გავრილოვიჩი;
  • დაიბადა 1930 წელს სოფ. ვიდოვაში (ცენტრალური სერბეთი);
  • განათლება მიიღო ბელგრადში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიაში ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე;
  • 1959 წლის ოქტომბერში სერბეთის პატრიარქმა გერმანემ აღკვეცა ბერად სახელით ირინეოსი;
  • 1959 წლის 27 ოქტომბერს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონოზვნად;
  • 1974 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად და დადგენილ იქნა სერბეთის პატრიარქის ქორეპისკოპოსად;
  • 2010 წლის 22 იანვარს სერბეთის ეკლესის წმიდა სინოდის სხდომაზე არჩეულ იქნა სერბეთის პატრიარქად;
  • 2010 წლის 23 აპრილს ჩატარდა ინთრონიზაცია კოსოვოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]