ოტაგოს მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოტაგოს მუზეუმი

ოტაგოს მუზეუმის შესასვლელი, რომელიც გაფორმებულია მოერაკის ლოდებით
45°51′56″ ს. გ. 170°30′39″ ა. გ. / 45.8656778° ს. გ. 170.5108417° ა. გ. / -45.8656778; 170.5108417
დაარსდა 1868
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
მდებარეობა Dunedin City
დირექტორი იან გრიფინი
ოფიციალური საიტი otagomuseum.nz
Map

ოტაგოს მუზეუმი (მაორი. whare taonga i Otakou, ინგლ. Otago Museum) — დანიდინის ცენტრში მდებარე მუზეუმი, ახალი ზელანდია. დაწესებულება მდებარეობს ოტაგოს უნივერსიტეტის კამპუსის მიმდებარედ. ეს არის ქალაქის ერთ-ერთი წამყვანი ღირსშესანიშნაობა და ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ახალ ზელანდიაში. მუზეუმში დაცულია ოტაგოს რეგიონისა (ახალი ზელანდია) და მსოფლიოს საბუნებისმეტყველო მეცნიერების ნიმუშები. მუზეუმის ინტერაქტიული სამეცნიერო ცენტრი მოიცავს ტროპიკული ქერცლფრთიანების ტყეს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება „ოტაგოს მუზეუმი“ პირველად ჯეიმზ ჰექტორმა გამოიყენა მისი გეოლოგიური კოლექციის გამოფენისას 1865 წლის ახალი ზელანდიის ექსპოზიციაზე, რომელიც დანიდინში მოეწყო.[1] ამ კოლექციების ნაწილი ოტაგოს მუზეუმის მთავარ ბირთვს წარმოადგენდა, რომელიც საზოგადოებისათვის პირველად 1868 წლის 12 სექტემბერს გაიხსნა.[2][3] მუზუემი თავდაპირველად მდებარეობდა დანდინის გაცვლების ნაგებობაში, პრინცესის ქუჩაზე. მას შემდეგ, რაც მუზეუმის კოლექცია თანდათან გაიზარდა საჭირო გახდა ახალი დიდი ზომის ნაგებობა. 1874 წლის დეკემბერში დიდი მეფის ქუჩაზე გადაწყდა მუზეუმის ახალი ნაგებობის აშენება. 1877 წლის აგვისტოში გაიხსნა ახალი ნაგებობა, რომელიც დღესაც მუზეუმის ადგილსამყოფელს წარმოადგენს. მუზეუმის თავდაპირველი შესასვლელი, რომელიც გაფორმებული იყო ოამარუს ლოდებითა და დორიული სტილის სვეტებით, დიდი მეფის ქუჩაზე კვლავ არსებობს მაგრამ მუზეუმის ამჟამინდელი შესასვლელი მუზეუმის ნაკრძალის მხრიდანაა.

მუზეუმის მენეჯმენტი ოტაგოს უნივერსიტეტში 1877 წელს გადაიტანეს.[1] ეს შეთანხმება გაგრძელდა 1955 წლამდე, როდესაც ახალი სამმართველო სტუქტურა დაარსდა ოტაგოს მუზეუმის სამეურვეო საბჭომ ახალი სამმართველო სტუქტურა დაამტკიცა.[4]

ოტაგოს მუზეუმის ინტერიერი, 1883-2886 წლებში
ტუჰურას ტროპიკული ტყე
გამცვლელი ნაგებობა, ოტაგოს მუზეუმის თავდაპირველი სამყოფელი

არქტიექტურა და განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ნაგებობა დაახლოებით 100 წელზე მეტი ხნისაა, რომელსაც ისტორიული ადგილების სამეურვეო საბჭოს დეპარტამენტის მიერ პირველი კატეგორია აქვს მინიჭებული.[5]

დიდი მეფის ქუჩაზე მდებარე მუზეუმის შენობის პირველი მნიშნველოვანი გაფართოება იყო ჰოკენის ფრთის ჩამოყალიბება, რომელიც 1910 წელს გაიხსნა და დოქტორი თომას ჰოკენის ხელნაწერების კოლექციას მოიცავს. მუზეუმის კიდევ ერთი ფრთა, რომელსაც სახელი უილი ფელისის მხარდაჭერის გამო ეწოდა, 1930 წელს გაიხსნა და დღესდღეობით მოიცავს მსოფლიოს ხალხებისა და ტანგატა ვენუას გალერეებს. მუზეუმის შემდგომი გაფართოება 1963 წელს მოეწყო, როდესაც ცენტენიალური ფრთა გაიხსნა ახალი დამატებითი საგამოფენო სივრცის მოწყობის მიზნით. ამ ცალკეულ განვითარებებთან ერთად, მუზეუმის მთავარი ნაგებობა რამდენჯერმე გაიზარდა.

მუზეუმის ინტერაქციული სამეცნიერო ცენტრი, „მსოფლიოს აღმომჩენი“ 1991 წელს გაიხსნა. განმეორებითი განვითარების დროს იგი პირვანდელიმიწისქვეშა მდებარეობიდან პირველ სართულზე გადაიტანეს. 2007 წელს გაიხსნა დამატებითი სამეცნიერო ცენტრი, ტროპიკული ტყეების შესახებ, რომელიც ქერცლფრთიანების კოლექციასთან ერთად ტროპიკების ფლორისა და ფაუნის ნიმუშებსაც მოიცავს. ტროპიკული ტყის კოლექცია ტურისტებისათვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს.2017 წლის განმავლობაში სამეცნიერო ცენტრი განახლდა და ამავე წლის დეკემბერში გაიხსნა როგორც „ტუჰურა ოტაგოს საზოგადოების მეურვეობის სამეცნიერო ცენტრი“ (Tūhura Otago Community Trust Science Centre).[6]

2013 წელს გაიხსნა მუზეუმის ნაკრძალზე გაიხსნა ისტორიული ცისფერი ქვის შენობა, რომელიც დამატებით საგამოფენო სივრცეს წარმოადგენს. ამ ნაგებობას დღესდღეობით „ჰ. დ. სკინერ ანექსი“ ეწოდება, რომელიც ჰარი სკინერის, მუზეუმის ყოფილი დირექტორის პატივსაცემად აირჩა.[7]

კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნებისმეტყველების მხრივ, მუზეუმს ეკუთვნის მწერების კოლექცია, რომელსაც საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი აქვს მინიჭებული. ობობების კოლექცია მოიცავს ისეთ სახეობებსაც, რომლებიც წყნარი ოკეანის ფართო არეალისთვისაა დამახასიათებელი. ასევე წარმოდგენილია ნიმუშები მსოფლიოს სხავადსხვა წერტილიდან. ზღვის უხერხემლოების ნიმუშების რაოდენობა 40 000-ზე მეტს წარმოადგენს. ასეცე წარმოდგენილია 30 000-ზე მეტი არტეფაქტი ფრინველების შესახებ (მათ შორის კვერცხები და ბუდეები). მოას კოლექცია მსოფლიოს საუკეთესოთა შორისაა, რომელიც ამ არსების ორ კვერცხს ინახავს.[8]

ჰუმანიტარული მეცნიერებების მხრივ მუზეუმის კოლექცია მოიცავს ყოველდღირ ნივთებს მიკრონეზიიდან, მელანეზიიდან, პოლინეზიიდან და ავსტრალიიდან. ასევე არსებობს მაურის კულტურის ნაწილის, ტაონგას კოლექცია. მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან წარმოდგენილია ეთნოგრაფიული ნიმუშები, მათ შორის: იარაღები და ჯავშნები ინდოეთიდან, კლასიკური მსოფლიოს უძველესი მონეტები, ისლამური კერამიკა, ასევე აშანტის ოქროს ნაკეთობები. მუზეუმში ასევე დაცულია სოლისებრი დამწერლობის 150-მდე ნიმუში, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროში ამ ტიპის ყველაზე ფართომასშტაბიან კოლექციას წარმოადგენს.[9] ასევე ინახება ჭურჭელი, საიუველირო ნაწარმი, კოსტუმები, მინის ჭურჭელი, საათები, ავეჯი, მარკები, იარაღები, კამერები და ქვის იარაღები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Otago Museum (2014). Gifts and legacies at the Otago Museum. Dunedin: Otago Museum Trust Board. ISBN 978-0-473-29405-2. 
  2. Crane, Rosi (2017). „Show and tell: TJ Parker and late nineteeth-century science in Dunedin“. Journal of the Royal Society of New Zealand. 41 (1): 61–66.
  3. Crane, Rosi (2020-05-13). „What were they thinking? Tracing evolution in the Otago Museum, 1868–1936“. Museum History Journal (ინგლისური): 1–19. doi:10.1080/19369816.2020.1759005. ISSN 1936-9816.
  4. New Zealand Government (1996). Otago Museum Trust Board Act 1996. New Zealand Government. 
  5. Search the List | Otago Museum | Heritage New Zealand. ციტირების თარიღი: 2019-05-04
  6. Gibb, John. (2017-10-06) Tuhura in, Discovery World out at science centre en. ციტირების თარიღი: 2019-05-05
  7. Gibb, John (11 July 2013). „Museum annex set for opening“. Otago Daily Times Online News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 6 March 2020.
  8. Precious eggs en-NZ. ციტირების თარიღი: 2019-05-29
  9. Siddall, Luis R.; Horowitz, Wayne (2013). „Cuneiform in Australian and New Zealand Collections: A First Glimpse“. Buried History (ინგლისური). 49: 53–56. ციტირების თარიღი: 3 April 2020.