ოტაგოს რეგიონი
| ქვეყანა | |
| სტატუსი | რეგიონი |
| ადმინ. ცენტრი | დანიდინი |
| მოსახლეობა (2012) | 211 300 კაცი |
| სიმჭიდროვე | 6,8 კაცი/კმ² |
| ფართობი | 31 241 კმ² |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Otago Region | |
ოტაგო — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს სამხრეთ კუნძულზე. ფართობი დაახლოებით 32 000 კმ²-ს შეადგენს და ამ მხრივ ის მესამე უდიდესია ქვეყნის სხვა რეგიონებს შორის.[1] 2012 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 211,300 ადამანია.
სახელი „ოტაგო“ მაორული წარმოშობისაა. მისი მნიშვნელობა საკამათოა, თუმცა უფრო გავრცელებული ვარიანტებია „იზოლირებული სოფელი“ და „დედამიწის წითელი ადგილი“, რაც აქ გავრცელებულ წითელ თიხებზე მიუთითებს. ასევე ოტაგო ეწოდება ძველ ევროპულ დასახლებას, რომელიც 1831 წელს დაარსდა.
რეგიონის მთავარი მდინარეები და ქვეყნის ჰიდროენერგიის უმნიშვნელოვანესი წყაროებია უაიტაკი და კლუთა. ყოფილი ოტაგოს პროვინციის ზოგიერთი ნაწილი დღეს ადმინისტრაციულად საუთლანდის რეგიონის შემადგენლობაში შედის.
ახალი ზელანდიის პირველი უნივერსიტეტი, ოტაგოს უნივერსიტეტი 1869 წელს ქალაქ დანიდინში დაარსდა, პროვინციული უნივერსიტეტის სახით.
ცენტრალურ ოტაგოში წარმოებულ ღვინოებს მსოფლიო მასშტაბით არაერთი აღიარება აქვს მოპოვებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯიში პინო-ნუარი.[2]
რეგიონს მართავს ოტაგოს რეგიონული საბჭო.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ About the Otago region. Otago Regional Council.
- ↑ Central Otago wine success at home and abroad (2006-11-11). წაკითხვის თარიღი: 2007-10-09.