ვიკიპედიიდან
მოა (ლათ. Dinornis maximus, ან უბრალოდ Dinornis), დიდი ზომის (3,5 მ სიმაღლეა) ამომწყდარი მორბენალი ფრინველი მოასნაირთა რიგისა. ჰქონდათ პატარა და ბრტყელი თავი, მოკლე ნისკარტი, გძელი კისერი, მასიური ტანი, უტროპო მკერდის ძვალი, სამ- ან ოთხთითიანი ღონიერი, მაღალი ფეხები და განუვითარებელი ფრთები. მოას ნაშთები ცნობილია ადრინდელი პლიოცენური და პლეისტოცენური ნალექებიდან. გავრცელებული იყო ახალ ზელანდიის კუნძულებზე, სადაც შემორჩა XIX საუკუნის დასაწყისამდე.
- მჭედლიძე გ., ქსე, ტ. 6, გვ. 53, თბ., 1984