ოსტზიდლუნგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერმანელთა მიერ ოსტზიდლუნგის შედეგად ათვისებული ტერიტორიები

ოსტზიდლუნგი (გერმ. Ostsiedlung) ეწოდება გერმანელი ხალხის გადასახლებას IX-XIV საუკუნეებში ძველი გერმანული მიწებიდან აღმოსავლეთით; გერმანელები ძირითადად მდინარე ელბასა და ზაალის აღმოსავლეთით სლავური და ბალტიური წარმოშობის ხალხით დასახლებულ ტერიტორიებზე, ასევე დღევანდელ ავსტრიაში, შტირიასა და კარინთიაში სახლდებოდნენ. გადასახლებას თან სდევდა ცხოვრებისა და სამართლებრივი სტრუქტურის ცვლილება. გერმანელთა ახალი სამოსახლო ვრცელდებოდა აღმოსავლეთ ჰოლშტაინიდან და ფრანკონიიდან დღევანდელ ესტონეთამდე და სლოვენიამდე. ამ ტერიტორიებზე გერმანელების მიერ ახალი ქალაქები და კოლონიური სოფლები დაარსდა, არსებული სოფლები და ყოფილი ურბანული დასახლებები კი გერმანულ ყაიდაზე გადაკეთდა და გაფართოვდა. აღმოსავლეთის ახალ მიწებზე მოხდა ყოფილი დასავლეთსლავური მოსახლეობის დიდი ნაწილის ასიმილაცია გერმანელთა მიერ.

გადასახლებები IX საუკუნიდან დაიწყო და თავის პიკს XIV საუკუნეში მიაღწია. გარდა ამისა, მაშინ როდესაც კაროლინგების მმართველობის პერიოდში აღმოსავლეთი მიწებზე ახალი დასახლებების დაარსება მიმდინარეობდა, ოტონებისა და სალიების დინასტიების დროს გერმანელები ძირითადად მხოლოდ ციხესიმაგრეებსა და მისიონერულ ეკლესიებს აშენებდნენ. XIV საუკუნის შუა წლებში გადასახლებები შეწყდა იმ პერიოდში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიის გამო. გერმანელთა ოსტზიდლუნგი იყო არა უეცარი მოვლენა, არამედ მთელს ევროპაში მიმდინარე ინტენსიფიკაციის პროცესის შემადგენელი ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Charles Higounet: Die deutsche Ostsiedlung im Mittelalter. Siedler, Berlin 1986/2001. – ISBN 3-88680-141-1
  • Michael Burleigh. Germany Turns Eastwards. A Study of Ostforschung in the Third Reich. Cambridge. 1988.
  • Klaus Dieter Schulz-Vobach: Die Deutschen im Osten. Vom Balkan bis Sibirien. Hamburg: Hoffmann und Campe, 1989. – ISBN 3-455-08331-5
  • Robert Bartlett: Die Geburt Europas aus dem Geist der Gewalt. Eroberung, Kolonisation und kultureller Wandel von 950 bis 1350. München 1998 (Knaur-TB 77321) ISBN 3-426-60639-9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]