მარიამსაკმელა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მარიამსაკმელა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Peganum | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
მარიამსაკმელა (Peganum), მცენარეთა გვარი ორყურასებრთა ოჯახისა. ზოგიერთი ეკუთვნის მარიამსაკმელასებრთა (Peganaceae) ოჯახს. მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია. აქვთ აღმავალი ან წამოწეული მღავალი ღერო, ხაზურად განკვეთილი ფოთლები, ყვითელი ყვავილები, სამსაგდულიანი და მარავალთესლიანი კოლოფი ნაყოფი. აერთიანებს 6 სახეობას, რომელიც გავრცელებულია ევრაზიის სამხრეთ ნაწილსა და მექსიკის ზეგანზე. საქართველოში 1 სახეობაა — Peganum harmala; იზრდება მშრალ და დამლაშებულ ადგილებზე — ველებზე, ნახევრად უდაბნოებსა და უდაბნოებში, ზოგჯერ რუდერალურ ადგილსამყოფელზეც. მისი თესლიდან იღებენ მოწითალო-მოვარდისფრო საღებავს შალეულისა და აბრეშუმის ქსივილებისათვის.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 6, გვ. 440, თბ., 1983
სტატიის