პენელოპე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოდისევსი და პენელოპე, ფრანჩესკო პრიმატიჩო (1563)

პენელოპე (ბერძნ. Πηνελόπη), ჰომეროსის პოემის „ოდისეის“ ერთ-ერთი გმირი, ოდისევსის ცოლი, რომელიც ქმარს 20 წელი ერთგულად ელოდებოდა. აბეზარი საქმროები რომ მოეშორებინა და დრო მოეგო, პირობა დადო, მამამთილის ლაერტეს სუდარას რომ მოვქსოვ, საქმროს მერე ავირჩევო. მაგრამ დღისით მოქსოვილს ღამით არღვევდა, სანამ საქმროებმა ეშმაკობა არ გაუგეს. მაშინ პენელოპემ გამოაცხადა, იმას გავყვები, ვინც ოდისევსის მშვილდით შეჯიბრში გაიმარჯვებსო (იმედი ჰქონდა, რომ ვერავინ შეძლებდა ამ მშვილდის მოზიდვას). ამასობაში ოდისევსიც ფარულად დაბრუნდა შინ და საქმროები ამოჟლიტა. პენელოპე ცოლქმრული ერთგულების განსახიერებაა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: