დემოდოკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დემოდოკეს სიმღერით შეპყრობილი ოდისევსი

დემოდოკე — ფეაკელთა მეფის, ალკინოეს სასახლის უსინათლო მომღერალი. როდესაც ხსენებულ მეფეს ტროიდან დაბრუნებული ოდისევსი ესტუმრა, მგოსანმა იმღერა ოდისევსის და აქილევსის დავის, აფროდიტეს და არესის სიყვარულის, ბერძენთა ხის ცხენის ამბავი. ოდისევსს, რომელსაც გემი დაეღუპა და კუნძულზე გარიყული მეფის ასულმა ნავსიკაამ მიიყვანა სასახლეში, სიმღერამ ცხარე ცრემლი აღვრევინა. ალკინოემ მგოსანს გაჩუმება უბრძანა, რადგან მისი ქნარის სიმთა ჟღერა და ამბავი სტუმარს ცრემლს აღვრევინებდა, აქ კი ყველამ უნდა იმხიარულოსო. შემდეგ სტუმარს ვინაობა ჰკითხა, გემი მისცა და პატივით გაისტუმრა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 135, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983