Nokia 1100

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Nokia 1100
მწარმოებელი Nokia
სიხშირეთა
დიაპაზონი
GSM 900/1800
GSM 850/1900
მასა 86 გრამი
ზომა 106 × 46 × 20 მმ, 79 cc
ბატარეა Nokia BL-5C
მეხსიერება 50 კონტაქტი
50 SMS

Nokia 1100 — კომპანია Nokia-ს მიერ წარმოებული საწყისი თაობის GSM მობილური ტელეფონი. მოდელის წარმოება 2003 წლის ბოლოს დაიწყო[1] და ამ დროიდან, 250 მილიონი ერთეული გაიყიდა, რის შედეგადაც, Nokia 1100 მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ ყველაზე გაყიდვად მობილურად,[2] არამედ ყველაზე გაყიდვად სამომხმარებლო ელეტრონულ მოწყობილობადაც იქცა.[3] მოდელის წარმოება ამჟამად შეწყვეტილია.

1100-მა იმ დროს მოიპოვა პოპულარობა, როცა ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომი იყო უფრო თანამედროვე, მეტი მახასიათებლების მქონე (მაგალითად ფერადი ეკრანი, კამერა) ტელეფონები. იგი გამიზნული იყო განვითარებადი ქვეყნებისა და იმ მომხმარებლებისათვის, რომელთა მოთხოვნებშიც არ შედიოდა მოწინავე მახასიათებლები და მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ ზარების განხორციელება, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღება-გაგზავნა, მაღვიძარა და ა. შ.[4]

1100 მსგავსია ისეთი მოდელებისა, როგორებიცაა 5110/3210/3310, რომელთა წარმოება დღეს ასევე შეჩერებულია, თუმცა იმ დროისათვის, ასევე ყველაზე პოპულარულ მოდელებს შორის შედიოდნენ.

Nokia 1100-ის დიზაინი კალიფორნიაში,[5] Nokia Design Center-ში შექმნა ბულგარელ-ამერიკელმა დიზაინერმა დიმიტრე მეჰანჟისკიმ.[6]

აღსანიშნავია, რომ Nokia ისტორიაში გაყიდული მემილიარდე ტელეფონი სწორედ 1100 იყო, რომელიც 2005 წელს ნიგერიაში გაიყიდა.[7]

2009 წლის დასაწყისში, გავრცელდა ხმა, რომ გერმანიაში მდებარე ბოხუმის საწარმოში გამოშვებულ ტელეფონთა პარტიას ქარხნული წუნი გააჩნდა;[8][9] რაც იმაში მდგომარეობდა, რომ თითქოს შესაძლებელი იყო ტელეფონი ისე დაპროგრამებულიყო, რომ მას სხვა სატელეფონო ნომრებისგან მიეღო ისეთი სენსიტიური ინფორმაციის შემცველი SMS-ები, როგორიცაა ინფორმაცია ონლაინ-ბანკინგის შესახებ.[10] ამ ხარვეზმა საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია და შედეგად, ზოგიერთი ტელეფონი 32 000 აშშ დოლარადაც კი გაიყიდა.[11][12]

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Nokia 1100-ს გააჩნია ჩაშენებული flash-განათება,[13] რომელიც აქტიურდება ღილაკ C-ზე ერთხელ დიდხანს დაჭერით. ამავე ღილაკზე ორჯერ დაჭერით ხდება ტელეფონის კლავიატურის დაბლოკვა.
  • 1100-სა და 1101-ს მხოლოდ მონოფონური ზარის მხარდაჭერა აქვს, რომელთა შერჩევაც შესაძლებელია წინასწარ ჩაწერილი 36 ხმოვანი ტონიდან.
  • მოდელს გააჩნია ნოკიას ტრადიციული სანავიგაციო კლავიატურა, რომელიც ზარების განსახორციელებლად და გასათიშად ერთსა და იმავე ღილაკს იყენებს, აქვს ორმიმართულებიანი ღილაკები და ვიბრაცია.
  • მხოლოდ ერთი ბრენდისთვის (AT&T Mobility) განკუთვნილ ვერსიას გააჩნია ჩაშენებული AOL Instant Messenger კლიენტი.
  • 1100-თვის თავსებადია Nokia-ს Xpress-On ჩასადები სახურავები. გარდა ორიგინალი ღია ლურჯის, ნარინჯისფერის ან შავისა, სახურავების არჩევანი უფრო ფართოა და მოიცავს მუქ ლურჯს, ყვითელს, წითელს, მწვანესა და ვარდისფერს. აღნიშნულ სახურავებს აწარმოებდა როგორც Nokia, ისე სხვა მესამე მხარის მწარმოებლები.[14]
  • ტელეფონის დიზაინი შეიქმნა სპეციალურად განვითარებადი ქვეყნებისათვის: ტელეფონის წინა მხარე და კლავიატურა რაც შეიძლება მაქსიმალურადაა მიმსგავსებული მტვრიან ხუფს, გვერდები კი ტენიანი ამინდის გათვალისწინებით, სრიალა არაა.[3][15]
  • სხვა მახასიათებლებს შორისაა 50 SMS-ის ტევადობა, მაღვიძარა, საათი, კალკულატორი, 6 პროფილი, მეხსიერება კონტაქტებისათვის (ტევადობა 50, შესაძლებელია სხვადასხვა კონტაქტისთვის სხვადასხვა ზარისა და ხატულას დაყენება), თამაშები (Snake II და Space Impact+), ასევე, საკუთარი ტონალური ზარის შექმნის შესაძლებლობა.[16]

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიაში ოთხი განსხვავებული ვარიანტია: 1100a, 1100b, 1101 და 1108.

  • 1100a GSM-900/1800 ქსელი.
  • 1100b GSM-850/1900 ქსელი.
  • 1101-ში უკანა მწვანე ნაწილი ჩანაცვლებულია თეთრით და დამატებულია უბრალო WAP 1.1 ბრაუზერი.[17]
  • 1108-ში ასევე უკანა მწვანე ნაწილია ჩანაცვლებული თეთრით. ძირითადად განკუთვნილია აზიის ბაზრისთვის.[18]

Firmware-ის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელეფონის Firmware ვერსიის გაგება შესაძლებელია *#0000# კომბინაციის აჯრეფით.

1100 RH-18 მოდელი:
Version Build date
3.31 13 ოქტომბერი 2003
3.44 6 ნოემბერი 2003
3.45 18 ნოემბერი 2003
4.15 15 დეკემბერი 2003
4.25 20 თებერვალი 2004
4.35 26 მარტი 2004
5.6 14 ივლისი 2004
5.62 25 ოქტომბერი 2004
6.64 8 აპრილი 2005
7.34 20 ოქტომბერი 2005
7.36 21 ნოემბერი 2005
8.11 19 ივნისი 2006

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელეფონი გამოიყენება GSM მეთოდით და აქტიურდება SIM-ბარათით. მუშაობს Nokia BL-5C ბატარეაზე, რომელიც საკმაოდ დიდხანს ძლებს მიძინებულ და სასაუბრო რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ბატარეა გამოიყენება უფრო მოწინავე მოდელებშიც, რომლებსაც, მახასიათებლებიდან გამომდინარე, მძლავრი ბატარეა ესაჭიროება. რაც შეეხება Nokia 1100-ს, მის შემთხვევაში, ეს ბატარეა დამუხტვიდან 400 საათის განმავლობაში სძლებს.[19]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 7 Nokia world records that will blow your mind!. Nokia Conversations. Nokia (15 February 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-24. ციტირების თარიღი: 2013-08-06.
  2. Virki, Tarmo (3 May 2007). „Nokia's cheap phone tops electronics chart“. Reuters. ციტირების თარიღი: 2013-08-07.
  3. 3.0 3.1 Murph, Darren (7 May 2007). „Nokia's 1100 handset: over 200 million served“. Engadget. ციტირების თარიღი: 2013-08-07.
  4. Ledgard, J.M.. (2011)Digital Africa. Intelligent Life. The Economist Group. ციტირების თარიღი: 2011-03-16.
  5. Hafner, Katie (9 December 1999). „From Phone To Fashion, Nokia Style; A Designer Who Sets A Worldwide Standard For Technophiles“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2013-08-07.
  6. თარგი:Cite patent
  7. Perton, Marc (21 September 2005). „Nokia crosses one-billion mark“. Engadget. ციტირების თარიღი: 2013-08-07.
  8. Kirk, Jeremy (20 April 2009). „Criminals Pay Top Money for Hackable Nokia Phone“. PCWorld. IDG Consumer & SMB. ციტირების თარიღი: 2012-01-26.
  9. June, Laura (21 April 2009). „Nokia 1100 seemingly hackable, making a big comeback“. Engadget. ციტირების თარიღი: 2012-01-26.
  10. Kirk, Jeremy (21 May 2009). „Investigators Replicate Nokia 1100 Online Banking Hack“. PCWorld. IDG Consumer & SMB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-25. ციტირების თარიღი: 2012-01-26.
  11. Davies, Chris (21 April 2009). „$32k Nokia 1100 bought for online banking scam“. SlashGear. ციტირების თარიღი: 2013-07-03.
  12. 25.000 Euro for your old Nokia 1100. Ultrascan AGI (18 April 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-29. ციტირების თარიღი: 2012-05-09.
  13. Delaney, Ian. (27 August 2009) Nokia 1100. Nokia Conversations. Nokia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-25. ციტირების თარიღი: 2013-08-07.
  14. Murtazin, Eldar. (22 December 2003) Review Nokia 1100. Mobile-review.com. ციტირების თარიღი: 2013-08-07.
  15. „Nokia 1100 phone offers reliable and affordable mobile communications for new growth markets“ (პრეს-რელიზი). Nokia. 27 August 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-30. ციტირების თარიღი: 2013-08-07.
  16. Nokia - Phone Features - Nokia 1100. Nokia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-10. ციტირების თარიღი: 2007-08-08.
  17. Fokin, Vladimir. (26 July 2005) Review GSM phone Nokia 1101. Mobile-review.com. ციტირების თარიღი: 2013-08-07.
  18. „Nokia reports fourth-quarter 2004 net sales of EUR 9.1 billion, EPS EUR 0.23, and Nokia reports 2004 net sales of EUR 29.3 billion, EPS EUR 0.70“ (პრეს-რელიზი). Nokia. 27 January 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-25. ციტირების თარიღი: 2013-08-07.
  19. User’s Guide for Nokia 1100 (PDF). Nokia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2007-08-08.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nokia_1100&oldid=4305409“-დან