მოზირი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოზირი - ქალაქი ბელარუსში, გომელის ოლქში. მდინარე პრიპიატის მარჯვენა ნაპირზე. სამდინარე ნავსადგური (ფხოვი). რკინიგზის სადგური. 112 500 ათასი მცხოვრები (2009). მოზირი ხე-ტყის დასამუშავებელი და დასაცურებელი ცენტრია. არის სამელიორაციო მანქანების, კაბელის, ავტოსარემონტო, სამსხმელო-მექანიკური და სხვა ქარხნები, სატრიკოტაჟო, სამკერვალო, სამხატვრო ნაწარმის ფაბრიკები, კვების მრეწველობის საწარმოები. პედაგოგიური ინსტიტუტი, პოლიტექნიკუმი, სამედიცინო, სამუსიკო სასწავლებლები. მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ქალაქია 1795 წლიდან.

[რედაქტირება] გამოყენებული ლიტერატურა

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 7, გვ. 67, თბ. 1984 წელი.


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე