მიუნსტერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
მიუნსტერი
Münster
|
მიუნსტერი (გერმ. Münster) — დამოუკიდებელი ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში. მდებარეობს მხარის ჩრდილოეთ ნაწილში და მიიჩნევა ვესტფალიის რეგიონის კულტურულ ცენტრად. ამავე დროს, წარმოადგენს მიუნსტერის ადმინისტრაციული ოლქის დედაქალაქს. ქალაქი ცნობილია ანაბაპტისტთა აჯანყებით პროტესტანტული რეფორმაციისას. ასევე, 1648 წელს აქ ხელი მოეწერა ვესტფალიის ხელშეკრულებას, რითაც დასრულდა 30 წლიანი ომი. მიუნსტერს გერმანიის ველოსიპედების დედაქალაქს უწოდებენ.
მიუნსტერმა მთავარი ქალაქის (Großstadt) სტატუსი 1915 წელს მიიღო, როდესაც მისმა მოსახლეობამ 100 000-ს გადააჭარბა. დღეისათვის აქ დაახლოებით 270 000 ადამიანი ცხოვრობს, ასევე 48 500 სტუდენტი, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილია მიუნსტერის ოფიციალურად ჩაწერილი მკვიდრი.
დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]
ფრესნო, აშშ
ორლეანი, საფრანგეთი
იორკი, გაერთიანებული სამეფო
კრისტიანსანი, ნორვეგია
მონასტირი, ტუნისი
რიშონ-ლე-ციონი, ისრაელი
რიაზანი, რუსეთი
მიულჰაუზენი, გერმანია
ლუბლინი, პოლონეთი
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი (გერმანული)
- English page of Münster All-Weather Zoo (ინგლისური)
- Münster Zoo at Zoo-Infos.de (ინგლისური)
- Muenster City Panoramas - Panoramic Views of Münster's Highlights (გერმანული)
- 7Grad.org - Bunkers in Muenster - History of Muenster's air raid shelters (გერმანული)