მერი მაკელისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერი მაკელისი
მერი მაკელისი
ირლანდიის 8-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ნოემბერი, 1997 – 10 ნოემბერი, 2011
წინამორბედი მერი რობინსონი
მემკვიდრე მაიკლ ჰიგინსი

დაბადებული 27 ივნისი 1951
ბელფასტი, ჩრდილოეთი ირლანდია
მეუღლე მარტინ მაკელისი
შვილები ემა, ჯასტინი და სარამაი
რელიგია კათოლიციზმი
ხელმოწერა Mary McAleese Signature.svg

მერი მაკელისი (ინგლ. Mary Patricia McAleese, დ. 27 ივნისი, 1951, ბელფასტი, ჩრდილოეთი ირლანდია) — ირლანდიელი პოლიტიკური მოღვაწე, ირლანდიის პრეზიდენტი 1997-2011 წწ.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მერი პატრისია ლენეგანი დაიბადა 1951 წლის 17 ივნისს ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში ტრადიციულ ნაციონალისტთა და რესპუბლიკელთა მრავალშვილიან ოჯახში (იგი იყო უფროსი ცხრა დედმამიშვილს შორის). 70-იანი წლების დასაწყისიდან მისი ოჯახი ცხოვრობდა ჩრდილოეთ ირლანდიაში, სადაც ჰქონდათ საგვარეულო სახლი ბელფასტის გარეუბან არდოინში. იმის გამო რომ ლენეგანების ოჯახი კათოლიკური სარწმუნოების მიმდევრები იყვნენ ხშირად განიცდიდნენ ზეწოლას პროტესტანტებისაგან, რის გამოც მოგვიანებით დუბლინში გადასახლდნენ.

განათლება[რედაქტირება]

მერი მაკელისმა საადვოკატო განათლება მიიღო ჩრდილოეთ ირლანდიის ადვოკატთა კოლეჯში, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ბელფასტის უნივერსიტეტში, სადაც ეზიარა აკადემიკოსის, ოლსტერის მომავალი მინისტრის, იუნიონისტ დევიდ ტრიმბლის იდეებს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1975-1979 წლებში მუშაობდა დუბლინის პრესტიჟულ კოლეჯში. 1979 წლიდან კი მუშაობდა ჟურნალისტად და ტელეწამყვანად ირლანდიის სახელმწიფო რადიო-ტელევიზიაში.

კარიერა[რედაქტირება]

მერი მაკელისი კანადაში ვიზიტის დროს

1987 წლიდან მის კარიერაში აღმასვლა იწყება. იგი აირჩიეს იმ ინსტიტუტის მმართველად, რომელიც შეისწავლიდა ირლანდიის საადვოკატო პრაქტიკას. ამავდროულად გახდა ირლანდიის ტელევიზიის მეოთხე არხის გენერალური დირექტორი. 1994 წლიდან მუშაობდა ბელფასტის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორად. იგი იყო პირველი ქალი და მეორე კათოლიკე ამ თანამდებობაზე. პროტესტანტების ჰეგემონობის პერიოდში ქალბატონი მაკელისი აქტიურად იბრძოდა მოსახლეობის სხვადასხვა ფენების უფლებათა დასაცავად:როგორც კათოლიკე გამოდიოდა აბორტის წინააღმდეგ, სიმპატიით იყო განწყობილი რადიკალი ირლანდიელების მიმართ. მისი ინიციატივით დაარსდა ირლანდიური კომისია, რომელიც ზრუნავდა დიდ ბრიტანეთში დატყვევებულ ირლანდიელ რესპუბლიკელებზე...თავისი სულისკვეთებით იყო ორი ირლანდიის გაერთიანების მომხრე, ამიტომ 1997 წელს გაწევრიანდა “ფიანა ფაილის” პარტიაში რომელიც ყოველთვის იბრძოდა კუნძულის ერთიანობისათვის. 1997 წლის 30 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიამ სწორედ მისი კანდიდატურა ამჯობინა ალბერტ რეინოლდსის კანდიდატურას რომელიც იყო ექსპრემიერ-მინისტრი და პარტიის ყოფილი ლიდერი. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 11 ნოემბერს ოფიციალურად დაიკავა რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი 7 წლის ვადით. 2004 წელს მოწინააღმდეგის არ არსებობის გამო ქალბატონი მაკელისი უპრობლემოდ აირჩიეს მეორე შვიდწლიანი მანდატით, მისი უფლებამოსილების ვადები 2011 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა.

მერი მაკელისი თავისი ქვეყნის ისტორიაში მეორე პრეზიდენტი ქალია ევროპაში მეოთხე (ვიგდის ფინბოგადოტირიისლანდიაში, აგათა ბარბარამალტაში და მერი რობინსონიირლანდიაში), ხოლო მსოფლიოში მეთხუთმეტეა. მსოფლიოს ისტორიაში ქალბატონმა მერიმ უდავოდ დაიკავა თავისი ადგილი რადგან იგი არის პირველი ქალი-პრეზიდენტი რომელმაც ხელისუფლება გადაიბარა ასევე ქალბატონისაგან.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

1976 წელს ცოლად გაჰყვა დანტისტ მარტინ მაკელისს და მიიღო ქორწინების გვარი, რომლითაც დღემდე სარგებლობს. მარტინ მაკელისთან შეეძინა სამი შვილი ემა - დაიბადა 1982 წელს და ტყუპები ჯასტინი და სარამაი - დაიბადნენ 1985 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
მერი რობინსონი
ირლანდიის პრეზიდენტი

19972011
შემდეგი:
მაიკლ ჰიგინსი