იმონ დე ვალერა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იმონ დე ვალერა
იმონ დე ვალერა
ირლანდიის მე-3 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ივნისი 1959 – 24 ივნისი, 1973
წინამორბედი შონ ტომას ო’კელი
მემკვიდრე ერსკინ ჩაილდერსი

დაბადებული 14 ოქტომბერი 1882
მანჰეტენი, აშშ
გარდაცვლილი 29 აგვისტო, 1975
დუბლინი, ირლანდია
პოლიტიკური პარტია ფიანა ფაილი
საქმიანობა მასწავლებელი
რელიგია კათოლიკე
ხელმოწერა Éamon de Valera Signature 2.svg

იმონ დე ვალერა (ირლ. Éamonn de Bhailéara; დ. 14 ოქტომბერი 1882, მანჰეტენი, აშშ — გ. 29 აგვისტო, 1975, დუბლინი, ირლანდია) — ირლანდიელი პოლიტიკოსი. ირლანდიის პრეზიდენტი 1959-1973 წლებში. ირლანდიის კონსტიტუციის ავტორი, ირლანდიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი.

ირლანდიის დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში (1919-1921 წწ.) იყო პარლამენტის თავმჯდომარე და შინ ფეინის რესპუბლიკური მმართველობის პრეზიდენტი (1921-1922 წწ.). 1926 წელს დააარსა პოლიტიკური პარტია ფიანა ფაილი.

1959 წელს შონ ტომას ო’კელის მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ აირჩიეს რესპუბლიკის პრეზიდენტად. 1966 წელს აღნიშნულ თანამდებობაზე კვლავ აირჩიეს მეორე ვადით. პრეზიდენტობის მეორე 7-წლიანი ვადის ბოლოს იგი იყო 90 წლის და გახდა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]