ვიგდის ფინბოგადოტირი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიგდის ფინბოგადოტირი
ვიგდის ფინბოგადოტირი
ისლანდიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1980 – 1996
წინამორბედი კრისტიან ელდიაურნი
მემკვიდრე ოლაფურ რაგნარ გრიმსონი

დაბადებული 15 აპრილი 1930
რეიკიავიკი ისლანდია

ვიგდის ფინბოგადოტირი (დ. 15 აპრილი, 1930, რეიკიავიკი) — ისლანდიელი პოლიტიკოსი, ისლანდიის, ევროპისა და მსოფლიოს პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი (1980-1996).

[რედაქტირება] ბიოგრაფია

მამა — ფინბოგი რუთ ტორვალდსონი ინჟინერ-მექანიკოსი, პროფესორი. დედა — სიგოდურ ერიკსდოტირი 36 წლის განმავლობაში იყო მოწყალების დების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი.

[რედაქტირება] განათლება და კარიერა

განათლებით ფილოლოგია. სწავლობდა გრენობილისა და სორბონის უნივერსიტეტებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა, პარალელურად კი ისლანდიის ტელევიზიით მიჰყავდა ფრანგული ენის შემსწავლელი გაკვეთილები.

1972-1980 წლებში რეიკიავიკის საქალაქო თეატრის დირექტორი.

1980 წელს აირჩიეს ისლანდიის პრეზიდენტად. ამ თანამდებობაზე აირჩიეს კიდევ სამჯერ 1984, 1988 და 1992 წლებში.

პირადი ხელსაწყოები