მეზოფიტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეზოფიტები (მეზო... და ბერძნ. phyton - მცენარე), მცენარეები, რომლებიც იზრდებიან ზომიერად ტენიან ადგილებში. გარდამავალი ჯგუფია ჰიგროფიტებიდან ქსეროფიტებისაკენ. განეკუთვნება ზომიერი სარტყლის ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქები, მეტწილად მდელოს (სამყურა, ტიმოთელა და სხვა) და ტყის (შროშანა, მჟაველა და სხვა) ბალახები, ზოგჯერ კი ველისა და უდაბნოს ადრეგაზაფხულის ერთ- და ორწლოვანი მცენარეები (ეფემერები). ბევრი სასოფლო-სამეურნეო მცენარე და სარეველები. მეზოფიტები ბევრია აგრეთვე ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 547, თბ., 1983