ტიმოთელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიმოთელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ტიმოთელა
ლათინური სახელი
Phleum

ტიმოთელა (ლათ. Phleum) — ერთ- და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. აქვს თავთავისებრი საგველა ყვავილედი, ერთყვავილიანი თავთუნი, მოგრძო-ოვალური მარცვალა ნაყოფი. ივითარებს მეჩხერ ბუჩქს.

ევროპაში, აზიასა და აფრიკაში გავრცელებულია 15 სახეობა. ცხოველთა საკვებად იყენებენ 4 სახეობას. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მდელოს ტიმოთელა. მისი 100 კგ თივა შეიცავს 49 საკვებ ერთეულს და 3,1 კგ მონელებად პროტეინს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]