მარკუს ბრუტუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარკუს იუნიუს ბრუტუსი

მარკუს იუნიუს ბრუტუს კეპიონი (ლათ. Marcus Junius Brutus Caepio; დ. ძვ. წ. 85 — გ. ძვ. წ. 42) — რომაელი სენატორი და იულიუს კეისრის ერთ-ერთი მკვლელი. რესპუბლიკური ტრადიციების დამცველი; ღრმად განსწავლული ფილოსოფიასა და ისტორიაში.

იულიუს კეისარსა და პომპეუსს შორის ატეხილ ბრძოლაში პომპეუსის მხარეზე იდგა (მიუხედავად იმისა, რომ პომპეუსმა მამა მოუკლა), რადგან ეგონა, რომ იგი რესპუბლიკის დროშით, იბრძოდა. ფარსალოსის ბრძოლაში (ძვ. წ. 48) პომპეუსის განდაგურების შემდეგ კეისარმა შეირიგა და დაიახლოვა, 46 ციზალპური გალიის მმართველობა ჩააბარა, 44 კი — რომის პრეტორობა. მალე ბრუტუსი (კასიუსთან ერთად) იულიუს კეისრის წინააღმდეგ მიმართული სენატორულ-რესპუბლიკური შეთქმულების მოთავე გახდა.

44 წელს კეისარი მოკლეს (გადმოცემის თანახმად, როდესაც მას მკვლელთა შორის ბრუტუსი დაუნახვს, შუძახია: „შენც ჩემო ბრუტუს!“ თუ „შენც, შვილო ჩემო!“). ამის შემდეგ ბრუტუსმა რომი დატოვა და კასიუსთან ერთად სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკელების ბრძოლას მეორე ტრიუმვირატის (ანტონიუსი, ოქტავიანე, ლეპუდუსი) წინააღმდეგ, დაეუფლა საბერძნეთს, მაკედონიას, მცირე აზიასა და სირიას.

ფილიპესთან ბრძოლაში (ძვ. წ. 42) დამარცხების შემდეგ მარკუს ბრუტუსმა თავი მოიკლა.

ლიტერატურა[რედაქტირება]