მარიკა გულორდავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარიკა გულორდავა
დაბადების თარიღი 29 აგვისტო, 1985 (1985-08-29) (38 წლის)
სოხუმი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი
მილანის ლა სკალას ვოკალური ხელოვნების აკადემია
საქმიანობა სოპრანო, მომღერალი
აქტიური 2004-დღემდე

მარიკა გულორდავა (დ. 29 აგვისტო, 1985, სოხუმი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მომღერალი, სოპრანო.

ადრეული ბიოგრაფია და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1985 წლის 29 აგვისტოს ქალაქ სოხუმში. 2004 წლიდან სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე, 2011 წელს დაამთავრა მილანის ლა სკალას ვოკალური ხელოვნების აკადემია. თბილისის კონსერვატორიასა და ლა სკალას აკადემიაში სწავლის პერიოდში შეასრულა მთავარი პარტიები შემდეგ სპექტაკლებში: ტატიანას პარტია (პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ ), იოლანტას პარტია (პეტრე ჩაიკოვსკის „იოლანტა“), ვილოეტას პარტია (ჯუზეპე ვერდი, „ტრავიატა“); 2008 წელს კალიარის ოპერის თეატრის სცენაზე შეასრულა ჭაბუკის პარტია ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის ოპერაში „თქმულება ქალაქ კიტეჟზე“. 2011 წელს ლა სკალას თეატრში მან შეასრულა ბერენიჩეს პარტია ჯოაკინო როსინის ოპერაში „შემთხვევა გხდის ქურდად“. 2007-2012 წლებში იგი წარმატებით გამოდიოდა ევროპის მასშტაბით. მიღებული აქვს მონსერატ კაბალიეს სახელობის საერთაშორისო კონკურსის I პრემია 2007 წელს, ამავე წელს მიიღო პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის XIII საერთაშორისო კონკურსის III პრემია და ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა IV რესპუბლიკური კონკურსის I პრემია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]