მარიამპოლე (ქალაქი)
|
დასახლებული პუნქტი
მარიამპოლე
Marijampolė
|
მარიამპოლე (ლიტვ. Marijampolė, პოლ. Mariampol; 1955 - 1989 წ.წ. კაპსუკასი) - ქალაქი ლიტვის სამხ.-დას. ნაწილში; მე-7 მოსახლეობის რაოდენობის მხრივ. მარიამპოლეს მაზრისა და თვითმმართველობის ადმინისტრაციული ცენტრი.
სექციების სია |
ადგილმდებარეობა და საერთო მახასიათებელი[რედაქტირება]
მარიამპოლე მდებარეობს 231 კმ-ში ქ. კლაიპედადან, სამხრეთ-დასასავლეთით 50 კმ-ში, კაუნასიდან და დასავლეთით 139 კმ-ში ვილნიუსიდან. არც ისე შორს, პოლონეთისა და კალინინგრადის ოლქის საზღვრიდან, მდ. შეშუპზე.
წარმოადგენს სამრეწველო ცენტრს. 1990-იან წლებში ცნობილი იყო, როგორც საუღელტეხილო გზა გერმანიიდან ავტომობილებით ვაჭრობისათვის. მარიამპოლეს თვითმმართველობაში შედის 3 სანიუნი.
მოქმედებს დრამატული თეატრი, გიმნაზია (დაარსებული 1870 წელს) და 7 საშუალო სკოლა. აგრეთვე, რამდენიმე დაწყებითების სკოლა და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სასწავლებელი.
ქალაქში აღმართულია იონას იობლანსკის, ვინცეს მიკოლაის-პუტინასის და სხვათა ძეგლები, რომელთა ბიოგრაფიულად დაკავშირებული იყვნენ მერიამპოლთან.
მოსახლეობა[რედაქტირება]
მოსახლეობა შეადგენს - 47 244 ადამიანს (2007 წლის მონაცემებით; 2005 წ. - 47 613 ად.). ეთნიკური შემადგენლობა - 95% ლიტველები, 4% რუსები და 0,3% პოლონელები.
სახელი[რედაქტირება]
ქალაქი სახელს უნდა უმადლოდეს ბერებს, რომლებიც 1758 წელს მოიწვია გრაფინია პ. ბუტლერმა; ადგილობრივი პატარა სოფლის მფლობელმა , რომელმაც აქ მონასტერი ააშენა.
1956 - 1989 წლებში ქალაქის ოფიციალური სახელი იყო - „კაპსუკასი“, რაც წარმოადგენდა პარტიულ ფსევდონიმს, ლიტვის კომუნისტური პარტიის წევრის, ვინცეს მიცკავიჩუს-კასპუსკის.
გერბი[რედაქტირება]
მარიამპოლეს გერბზე გამოსახულია წმინდა გიორგი, რომელიც ამარცხებს გველეშაპს. ისტორიული გერბი თარიღდება 1792 წლით. მისი აღდენა მოხდა 1997 წლის 18 დეკემბერს.
სტატიის