მანიჩ-გუდილო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანიჩ-გუდილო
მანიჩ-გუდილო
მანიჩ-გუდილო
კოორდინატები: 46°21′00″ ჩ. გ. 42°44′00″ ა. გ. / 46.35000° ჩ. გ. 42.73333° ა. გ. / 46.35000; 42.73333
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ყალმუხეთი
სტავროპოლის მხარე
როსტოვის ოლქი
სიმაღლე ზღვის დონიდან 12,8 
სიგრძე 150 კმ
სიგანე 10–15 კმ
ფართობი 344 კმ²
საშუალო სიღრმე 0,6 
მაქსიმალური სიღრმე
მარილიანობა 17–29 
აუზის ფართობი 7334 კმ²
გამომდინარე მდინარე მანიჩი
მანიჩ-გუდილო — რუსეთი
მანიჩ-გუდილო

მანიჩ-გუდილო (რუს. Маныч-Гудило) — დიდი მარილიანი ტბა რუსეთში, ყალმუხეთის, სტავროპოლის მხარისა და როსტოვის ოლქის ტერიტორიებზე. მდებარეობს კუმა-მანიჩის ღრმულის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 12,8 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 344 კმ², მაქსიმალური სიღრმე 8 მ.[1] გადაჭიმულია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ. ნაპირები დაჭაობებულია. სანაპირო ხაზი ძლიერ არის შეჭრილ-შემოჭრილი. ტბიდან გამოედინება მდინარე მანიჩი, რომელიც ერთვის მდინარე დონს. საზრდოობს თოვლის წყლით. წყლის დონე მაღალია მარტსა და მაისში, დაბალია ოქტომბერ-დეკემბერში. არ იყინება ყოველ წელს, იძგიფება საშუალოდ 2,5 თვე. არის რამდენიმე კუნძული. ყველაზე დიდი კუნძულები განლაგებულია ტბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აღსანიშნავია კუნძულები ვოდნი და პტიჩი. მანიჩ-გუდილო რელიქტური წარმოშობისაა; წარმოადგენს დიდი წყალსატევის რელიქტს, რომელიც ისტორიამდელ დროში აერთებდა კასპიისა და შავ ზღვებს. მანიჩ-გუდილოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით განლაგებულია მარილიანი ტბები პატარა მანიჩი და მწარე-მლაშე ტბა მანიჩი.[2] 1930-იან წლებში შევიდა პროლეტარსკის წყალსაცავის შემადგენლობაში. ტბის სიახლოვესაა დასახლებული პუნქტები. 1994 წლის 13 სექტემბრიდან ტბა დაცულია რამსარის კონვენციით.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]