ფავსტოს ბუზანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფავსტოს ბუზანდი (სომხ. Փավստոս Բուզանդ) — V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი, ტრადიციულად მიაწერენ ისტორიულ-ეპიკური ნაწარმოების „სომხეთის ისტორიის“ ავტორობას. იგი აღწერს მოვლენებს ძვ. წ. 387 წლამდე.

მისი ნაშრომი შედგება 6 წიგნისაგან, რომელთაგან პირველი ორი არ შემორჩენილა. პირველად მისი „სომხეთის ისტორია“ გამოქვეყნდა 1730 წელს სტამბოლში, შემდეგ გამოიცა ვენაში (1832, 1889 და 1933 წწ.), პეტერბურგში (1883 წ.) და თბილისში (1912 წ.). თხზულება თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]