მაგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაგია — ზებუნებრივი ძალა რომელიც ახდენს ზემოქმედებას, მაგიას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოვლენებზე ადამიანებზე და საგნებზე.მისი შესაძლებლობები შეუზღუდავია.დღეს მაგიის გავლენა იმდენად დიდია რომ თეოლოგები შიშობენ არ იქცეს დაკანონებულ მოვლენად საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ფილოსოფოსების აზრით მაგია სულაც არ არის რელიგია და მაგის და რელიგიას შორის ის განსხვავებაა, რომ მორწმუნეს სჯერა ღმერთის არსებობის და მასზე ამყარებს იმედებს ჯადოქარს კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. არის ესეთი ვერსია რომ მაგია უფრო მეცნიერებას ენათესავება ვიდრე რელიგიას. მაგია ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს აგრესიული და დაცვითი. მაგიის წარმოშობიდან დღემდე საუკუნეები გავიდა და ამ პრობლემაზე მრავალი წიგნი გამოვიდა.

  • აგრესიული მაგია — ადამიანს ზებუნებრივი ძალით გადაეცემა. თილისმის ტარებით ან მაგიური წამლის მოხმარებით.
  • ინიციური (დაწყებითი, ტრანსმისიონერული, ინიცეპციური მაგია)- ასეთი მაგია ჯადოქრობისგან შორსაა, ამიტომ სრულდება მოქმედების დასაწყისი, მისი დასრულება მაგიას ეკისრება.
  • პარციული(კონტაგიოზური) — ამ დროს ჯადოქრობა სრულდება არა უშუალოდ ობიექტზე არამედ მის ტანსაცმელზე, თმაზე, ფრჩხილზე და ა. შ.
  • იმიტარული(ჰომეოპათიური, სიმილური) — ასეთ შემთხვევაში მაგია უკეთდება ადამიანს და ტარდება რიტუალი.

დაცვითი მაგია[რედაქტირება]

  • განდევნითი (სპირიტოპიული) — ეს მაგია იცავს ადამიანს ავი თვალისგან.
  • განწმენდითი (კათარტული) — გულისხმობს განბანას ცეცხლზე გადახტომას და ა. შ.

მიზნობრივი კლასიფიკაცია[რედაქტირება]

  • სამკურნალო მაგია — ესაა მაგიის უძველესი სახე იგი სამკურნალოა. მკურნალობა ხდება სხვა და სხვა ბალახით, მასაჟებით, კომპრესებით და სისხლის გამოშვებით.
  • სამხედრო მაგია — ულოცავენ იარაღს და საბრძოლო ნივთებს.
  • სარეწაო (სამონადირეო) — ტარდება რიტუალები რის შემდეგაც მონადირე მეტ ცხოველს ხოცავს და მეთევზე მეტ თევზს იჭერს.
  • სიყვარულის მაგია — მისი მიზანია მოხიბვლა ან არასასურველი ადამიანის თავიდან მოშორება.
  • სამეურნეო მაგია — ტარდება რიტუალები რის შემდეგაც მოდის მეტი მოსავალი
  • შავი მაგია — ამ მაგიის დანიშნულებაა ზიანი მიაყენოს ერთ ან რამდენიმე ადამიანს. შავი მაგია იმდენად გავრცელებულია რომ ყველა უბედურ შემთხვევას მას აბრალებენ. მაგიური ზემოქმედებისთვის ხშირად იყენებენ გველის გამხმარ ტყავს.
  • ავი თვალი — არსებობს ასეთი ტიპის მაგიაც, რაც ძალიან საშიშია ქორწინებისას და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების დროს.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მაგია&oldid=2622716“-დან