ლოქოსებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოქოსებრნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
რიგი: ლოქოსნაირნი
ოჯახი: ლოქოსებრნი
ლათინური სახელი
Siluridae

ლოქოსებრნი (ლათ. Siluridae) — თევზების ოჯახი ლოქოსნაირთა რიგისა, აქვთ ტიტველი, უქერცლო სხეული, მტკნარი და მომლაშო წყლის თევზებია. ბინადრობენ ევროპასა და აზიაში. ლოქოს გვარი წარმოდგენილია 2 სახეობით: ჩვეულებრივი ანუ ევროპული ლოქო (Silurus glanis) ბინადრობს შავი, კასპიისა და არალის ზღვების აუზში. მისი სხეულის სიგრძე 5 მ, მასა 300 კგ აღწევს. ზურგის ფარფლი პატარა აქვს. ზედა ყბაზე 2 დიდი ულვაშია, ქვედაზე კი 4 პატარა. მტაცებელია — იკვებება თევზებით, ბაყაყებითა და სხვა ცხოველებით. სქესობრივად 4-5 წლისა მწიფდება. ტოფობს ზაფხულში. დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვს.

საქართველოში მისი მოპოვება ხდება მდინარე ალაზანში, მტკვარში, ჯანდარის და პალიასტომის ტბებში. სოლდატოვის ლოქო (Silurus soldatovi) ამურის აუზში ბინადრობს და სარეწაო მნიშვნელობა აქვს. Parasilurus-ის გვარში 6 სახეობაა, გავრცელებულია დასავლეთ საბერძნეთიდან იაპონიამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება]