ლემორნ-ბრაბანტი
| ლემორნ-ბრაბანტის კულტურული ლანდშაფტი* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iii, vi |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | აფრიკა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2008 (32-ე სესია) |
| ნომერი | 1259 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
ლემორნ-ბრაბანტი (ფრანგ. Le Morne Brabant) — ნახევარკუნძული და ყველაზე ქარიანი მხარე კუნძულ მავრიკის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე. ყველაზე უკეთ ცნობილია ამავე სახელწოდების ბაზალტური კლდით, რომელიც ზღვის დონიდან 556 მეტრზეა აზიდული და რომელიც მავრიკის ყველაზე შთამბეჭდავ ღირსშესანიშნაობას და ცნობილ ტურისტულ ატრაქციას წარმოადგენს. მწვერვალი 12 ჰა-ზე მეტ ტერიტორიას მოიცავს. გამოირჩევა უამრავი გამოშვერილი მღვიმითა და მკვეთრად ჩაშვებული კალთებით, გარშემორტყმულია ლაგუნით. ეს კლდე ერთ-ერთი მსოფლიოს უიშვიათესი მცენარის Hibiscus fragilis-ის სულ არსებული სამი გავრცელების არეალიდან. ასევე გავრცელებულია სხვა იუშვიათესი მცენარეები. ტერიტორიას ახასიათებს საკუთარი მიკროკლიმატი.
ბორცვი ცნობილი გახდა XIX საუკუნეში, როდესაც გაქცეული მონები მას თავშესაფრად იყენებდნენ. მავრიკიში მონობის გაუქმების შემდეგ, 1835 წლის 1 თებერვალს მწვერვალს პოლიციელთა ჯგუფი ეწვია, რათა მონებისთვის ეცნობებინათ, რომ ისინი ამიერიდან თავისუფალნი იყვნენ. მაგრამ მონებმა პოლიციელთა გამოჩენა არასწორად გაიგეს და სიცოცხლე კლდიდან გადახტომით მოისწრაფეს. ამის შემდეგ, ამ დღეს მავრიკელი კრეოლები ყოველწლიურად აღნიშნავენ, მონობის გაქუმების აღსანიშნავად.
2008 წელს ლემორნ-ბრაბანტი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Le Morne Brabant: The heritage of the Mauritian nation
- UNESCO World Heritage Centre - Le Morne Brabant
- Le Morne Heritage Trust Fund
- Le Morne et le ghat (ფრანგული)
- Views from La Rose des Vents - Le Morne Brabant (ფრანგული)
- Khal Torabully : Le Morne, le Ghat et l'Unesco (ფრანგული)
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1259 რუს. • ინგლ. • ფრ. |
|
|||||||