ააპრავასი-გჰატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ააპრავასი-გჰატი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Aapravasi Ghat latrines.jpg
ქვეყანა მავრიკის დროშა მავრიკი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 20°09′31″ ს. გ. 57°30′11″ ა. გ. / 20.15861° ს. გ. 57.50306° ა. გ. / -20.15861; 57.50306
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2006  (30-ე სესია)
ნომერი 1227
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1227
რუს.ინგლ.ფრ.

ააპრავასი-გჰატი (ჰინდ. Aapravasi Ghat) — შენობათა კომპლექსი ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ მავრიკიზე, მის დედაქალაქ პორტ-ლუიში. მავრიკი პირველი ბრიტანული კოლონია იყო, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო. 1849 - 1923 წლებში, ნახევარი მილიონი ხელშეკრულებითი მუშა ინდოეთიდან ამ კუნძულზე გადმოსახლდა ბრიტანულ პლანტაციებში სამუშაოდ.[1] მუშათა ფართომასშტაბიანმა მიგრაციამ ბრიტანეთის ყოფლი კოლონიებში ინდური საზოგადოებების წარუხოცელი კვალი დატოვა, სადაც დღესაც მოსახლეობის ძირითად ნაწილს ინდოელები შეადგენენ.[2] დღეისათვის, მავრიკის მოსახლეობის 68% ინდური წარმოშობისაა. აღნიშნულმა იმიგრაციამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მავრიკის ისტორიასა და ეროვნულ იდენტობაში.

XX საუკუნის შუა წლებში მიმდინარე გამალაბეული ინფრასტრუქტურული განვითარების გამო, მთლიანი ნაგებობის კომპლექსიდან მხოლოდ სამი ქვის შენობა გადარჩა. ისინი ამჟამად გამოცხადებულია მავრიკის ეროვნულ მონუმენტად და დაცულია ქვეყნის ეროვნული მემკვიდრეობის კანონმდებლობით. იმიგრაციის როლი მავრიკის სოციალურ ისტორიაში ასევე აღიარა იუნესკომ, როდესაც 2006 წელს, იმდროინდელი მონუმენტები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Deerpalsingh, Saloni. An Overview of Indentured Labour Immigration in Mauritius. Global People of Indian Origin (GOPIO) Souvenir Magazine, July 2007. წაკითხვის თარიღი: 11 September 2009.
  2. The Caribbean. High Level Committee on Indian Diaspora. წაკითხვის თარიღი: 11 September 2009.
  3. Aapravasi Ghat. World Heritage Center. წაკითხვის თარიღი: 11 September 2009.