ლადაქი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლადაქი
Tanglanglapass.jpg
ლადაქი
ადგილმდებარეობა
კონტინენტი ევრაზია
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
გეოგრაფია
სიგრძე 600 კმ
უმაღლესი წერტილი გურლამანდჰატა
სიმაღლე 7728 

ლადაქიქედი ჰიმალაის ჩრდილოეთით, მდინარე ინდის აუზის ზემოთში. სიგრძე 600 კილომეტრზე მეტი, სიმაღლე 7728 მეტრამდე (მთა გურლამანდჰატა). უმთავრესად აგებულია გნაისებით, გრანიტებით, აგრეთვე დანალექი ქანებით. ჭარბობს კლდოვანი დაკბილული მწვერვალები, 5500-5700 მეტრ სიმაღლეზე მოსწორების ზედაპირებია. თხემურ ნაწილში მრავალი მყინვარია. სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე გავრცელებულია მეჩხერი ბუჩქნარი, ტანდაბალი ტირიფი და კედარი; ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით გაბატონებულია ცივი უდაბნოს ლანდშაფტი.

ლიტერატურა[რედაქტირება]