კუსირეთი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კუსირეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (ხეთაგუროვოს ტერიტორიული ორგანო), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის ხეობაში. ზღვის დონიდან 950 მეტრი, ცხინვალიდან 2 კილომეტრი.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობა
სოფლის განაპირას მინდორში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი VIII-IX საუკუნის ეკლესიის ნანგრევები. კულბითის ეკლესია ქრონოლოგიურად ახლოს დგას შიდა ქართლის, კერძოდ, ქსნის ხეობის სხვა ძეგლებთან. დარბაზული ტიპის ნაგებობას სამი მხრიდან გარსშემოსასვლელი ეკვროდა, აღმოსავლეთ მხარეს ჰქონდა წახნაგოვანი შვერილი აფსიდი. კამარა ეყრდნობოდა პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღებს. შემონახულია მოჩუქურთმებული კანკელის მცირე ფრაგმენტები (IX-X სს.). ეკლესიის მახლობლად აღმართულია გეგმით ოთკუთხა კოშკი (XVII საუკუნე).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. VI, გვ. 87, თბ., 1983 წელი.
სტატიის