კრისტოფ მეტცელდერი
ვიკიპედიიდან
| კრისტოფ მეტცელდერი | ||
| პირადი მონაცემები | ||
|---|---|---|
| სრული სახელი | კრისტოფ მეტცელდერი | |
| დაბ. თარიღი | 5 ნოემბერი, 1980 | |
| დაბ. ადგილი | ჰალტერნი, გერმანია | |
| სიმაღლე | 193 სმ. | |
| პოზიცია | ცენტრალური მცველი | |
| საკლუბო ინფორმაცია | ||
| ამჟ. კლუბი | რეალი | |
| ნომერი | 21 | |
| ახალგაზრდობის კლუბები | ||
| 1986–1995 1995–1996 1996–1998 |
ჰალტერნი შალკე 04 მიუნსტერი |
|
| პროფესიული კლუბები1 | ||
| წლები | კლუბი | მტჩ (გლ)* |
| 1999–2000 2000–2007 2007– |
მიუნსტერი დორტმუნდი რეალ მადრიდი |
32 (4) 126 (2) 10 (0) |
| ეროვნული ნაკრები2 | ||
| 2000–2001 2001– |
გერმანია 21-წლ. გერმანია |
9 (1) 47 (0) |
|
|
||
კრისტოფ მეტცელდერი (დ. 1980 წლის 5 ნოემბერს), გერმანელი ფეხბურთელია, რომელიც მადრიდის რეალის ღირსებას იცავს. მეტცელდერი 2001 წლიდან გერმანიის ნაკრების წევრიცაა, რომლის რიგებში კრისტოფს 47 მატჩი აქვს ჩატარებული.
მეტცელდერმა კარიერა საფეხბურთო კლუბ მიუნსტერში დაიწყო, საიდანაც 2000 წლის ზაფხულში დორტმუნდის ბორუსიაში გადაბარგდა. 2002 წელი კრისტოფისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. მან გუნდთან ერთად მოიგო ბუნდესლიგა. გარდა ამისა, ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც იასპარეზა. მეტცელდერი ტურინის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დაასახელეს.
თავისი სიმაღლიდან გამომდინარე(193 სმ), მეტცელდერი ძლიერად ასპარეზობს მეორე სართულზე. მისი თამაშით მოხიბლული თვით ალექს ფერგიუსონიც დარჩა, რომელიც კრისტოფს გარი ნევილის საუკეთესო შემცვლელად მოიაზრებდა.
2007 წლის 18 აპრილს, მეტცელდერმა მადრიდის რეალთან გააფორმა წინასწარი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, 2006-07 წ.წ სეზონის დასრულებისთანავე, ის სამეფო კლუბს შეუერთდებოდა.
კრისტოფის უმცროსი ძმა, მალტე ასევე ფეხბურთელია, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო გუნდ ინგოლშტადტის ღირსებას იცავს.
2008 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მეტცელდერს ტრავმის გამო 2 თვის გამოტოვება მოუხდებოდა. შედეგად, მან ვერ იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩებში რომას წინააღმდეგ. იმავე წლის 11 მაისს კრისტოფმა ფორმა აღიდგინა და სრულად ითამაშა კიდეც სარაგოსას წინააღმდეგ.
ტრავმის აღდგენის შემდეგ, მეტცელდერმა ყველა მატჩი ჩაატარა გერმანიის ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე, სადაც მისი ნაკრები ფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.
[რედაქტირება] ტიტულები
- ბუნდესლიგა: 2002
- ლა ლიგა: 2007-08
- ესპანეთის სუპერთასი: 2008-09
- უეფას თასი ფინალში დამარცხებული: 2002
- კონფედერაციის თასი ვერცხლის მედალოსანი: 2005
- მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი: ფინალში დამარცხებული
- მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი: მესამე ადგილოსანი
- ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2002
- ევრო 2008: ფინალში დამარცხებული
[რედაქტირება] კლუბური კარიერის სტატისტიკა
| კლუბი | სეზონი | ქვეყნის ჩემპიონატი | ქვეყნის თასი | ევროთასები | ჯამში | ||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| თამ | გოლ | თამ | გოლ | თამ | გოლ | თამ | გოლ | ||
| რეალი | 2008-09 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 |
| 2007-08 | 9 | 0 | 1 | 0 | 3 | 0 | 13 | 0 | |
| ჯამში | 10 | 0 | 1 | 0 | 3 | 0 | 14 | 0 | |
| დორტმუნდი | 2006-07 | 19 | 0 | 0 | - | - | 19 | 0 | |
| 2005-06 | 23 | 2 | 1 | 0 | - | - | 24 | 2 | |
| 2004-05 | 16 | 0 | 0 | 0 | - | - | 16 | 0 | |
| 2003-04 | 0 | 0 | 0 | 0 | - | - | 0 | 0 | |
| 2002-03 | 24 | 0 | 1 | 0 | 10 | 0 | 35 | 0 | |
| 2001-02 | 25 | 0 | 1 | 0 | 11 | 0 | 37 | 0 | |
| 2000-01 | 19 | 0 | 2 | 0 | - | - | 21 | 0 | |
| ჯამში | 126 | 2 | 5 | 0 | 21 | - | 152 | 2 | |
| კარიერის ჯამური შედეგები | 136 | 2 | 6 | 0 | 24 | 0 | 166 | 2 | |
|
|||||

