კონრად ადენაუერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონრად ადენაუერი
Konrad Adenauer
კონრად ადენაუერი Konrad Adenauer
გერმანიის კანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 სექტემბერი 1949 – 16 ოქტომბერი 1963
წინამორბედილუდვიგ შვერინ ფონ კროზიგკი (1945)
მემკვიდრელუდვიგ ერჰარდი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 მარტი 1951 – 6 ივნისი 1955

დაბადებული5 იანვარი 1876
კელნი
გარდაცვლილი19 აპრილი, 1967 (91 წლის)
ბონის მახლობლად
პოლიტიკური პარტიაგცპ (1906–1945)
ქდკ (1945–1967)
პროფესიაიურისტი, პოლიტიკოსი
რელიგიაკათოლიკე

კონრად ადენაუერი (გერმ. Konrad Hermann Joseph Adenauer; დ. 5 იანვარი, 1876, კელნი ― გ. 19 აპრილი, 1967, რენდორფი, ბონის მახლობლად) — გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, განათლებით იურისტი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაის პირველი ბუნდესკანცლერი.

1917-33 წლებში იყო კელნის ობერბურგომისტრი, 1920–1932 — პრუსიის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, კათოლიკური პარტია „ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი. 1933 წელს თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა ნაცისტური მთავრობის მიერ. შემდგომი პერიოდი გაატარა კათოლიკურ მონასტერში. II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის პარტიის დამაარსებელი და მისი თავმჯდომარე 1950–1966 წლებში. აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთ გერმანიის სახელმწიფოს (გფრ) ჩამოყალიბებასა და მისი კონსტიტუციის შემუშავებაში. ადენაუერი მჭიდროდ იყო დაკავშირებული გერმანიისა და უცხოეთის მონოპოლიებთან. 1949–1963 იყო ბუნდესკანცლერი, ერთდროულად 1951–1955 საგარეო საქმეთა მინისტრი. 1955 ეწვია სსრ კავშირს. ამ ვიზიტს მოჰყვა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება სსრკ-სა და გფრ-ს შორის. ადენაუერის მთავრობამ ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას (1954). ამ მთავრობის პოლიტიკამ ხელი შეუწყო გფრ-ის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების აღორძინებას. ადენაუერის ინიციატივით აიკრძალა გერმანიის კომუნისტური პარტიის (1956) საქმიანობა. ადენაუერის მთავრობა ესწრაფოდა II მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში დადგენილი საზღვრების გადასინჯვას, ერთიანი გერმანიის სახელმწიფოს აღდგენას 1937 საზღვრებში. აშშ-ის პოლიტიკურ წრეებთან ერთად მომხრე იყო „ძალის პოლიტიკის“ გატარებისა სსრკ-სა და სოციალისტური ბლოკის სხვა სახელმწიფოების მიმართ. მისი თაოსნობით 1958 ბუნდესტაგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გფრ-ის მთავრობას ანიჭებს უფლებას აღჭურვოს ბუნდესვერი ატომური და რაკეტული იარაღით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]