ბერნჰარდ ფონ ბიულოვი
| ბერნჰარდ ფონ ბიულოვი Bernhard von Bülow |
||
| გერმანიის კანცლერი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 17 ოქტომბერი, 1900 – 14 ივლისი, 1909 | ||
| მონარქი | ვილჰელმ II | |
| წინამორბედი | თავადი ჰოენლოე | |
| მემკვიდრე | თეობალდ ფონ ბეთმან ჰოლვეგი | |
|
პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტი
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 17 ოქტომბერი, 1900 – 14 ივლისი, 1909 | ||
| წინამორბედი | თავადი ჰოენლოე | |
| მემკვიდრე | თეობალდ ფონ ბეთმან ჰოლვეგი | |
|
გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 1897 – 1900 | ||
| კანცლერი | თავადი ჰოენლოე | |
|
პრუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 1897 – 1909 | ||
|
|
||
| დაბადებული | 3 მაისი, 1849 კლაინ-ფლოტბეკი |
|
| გარდაცვლილი | 28 ოქტომბერი, 1929 რომი |
|
| პოლიტიკური პარტია | უპარტიო | |
თავადი ბერნჰარდ ფონ ბიულოვი სრული სახელი ბერნჰარდ ჰაინრიხ კარლ მარტინ ფონ ბიულოვი (გერმ. Bernhard Heinrich Karl Martin von Bülow, დ. 3 მაისი, 1849 ― გ. 28 ოქტომბერი, 1929), გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის იმპერიის რაიხსკანცლერი და პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტი 1900-1909 წლებში. 1897-1900 წლებში იყო გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ბიულოვის პოლიტიკა ასახავდა გერმანიის იმპერიალიზმის სწრაფვას მსოფლიოს ხელახალი გადანაწილებისათვის. 1897 წელს ბიულოვმა რაიხსტაგში განაცხადა, რომ გერმანია მოითხოვს თავისთვის „ადგილს მზის ქვეშ“. ამ პოლიტიკის ეტაპები იყო საზღვაო ფლოტის გამალებული მშენებლობა, კონცესიის მიღება ბერლინ-ბაღდადის რკინიგზის მშენებლობაზე, გერმანიის მონაწილეობა იხეტუანთა აჯანყების ჩახშობაში ჩინეთში და მაროკოს პირველი კრიზისის პროვოცირება. ბიულოვის მთავრობის პოლიტიკამ ხელი შეუწყო გერმანიის იზოლაციას, ინგლისსა და რუსეთთან წინააღმდეგობის გამწვავებას, რუსეთ-საფრანგეთ-ინგლისის დაახლოვებას და ანტანტის შექმნას.
საშინაო პოლიტიკაში ბიულოვი იცავდა ბურჟუაზიისა და იუნკრების ინტერესებს. მის მიერ შექმნილმა რეაქციულმა ძალების ბლოკმა 1907 წელს დააფინანსა მთავრობის ღონისძიებანი აფრიკაში ჰერეროს და ჰოტენტოტების ტომთა აჯანყების ჩასახშობად („ჰოტენტოტური ბლოკი“).
ბიულოვი გადადგა თანამდებობიდან 1909 წელს მას შემდეგ, რაც რაიხსტაგმა უარყო მთავრობის მომზადებული ბიუჯეტი.
იტალიაში საგანგებო ელჩის პოსტზე ყოფნისას 1914-1915 წლებში ბიულოვი უშედეგოდ ცდილობდა არ დაეშვა იტალიის გადასვლა ანტანტის მხარეს.
|
|||||||||||||||||
სტატიის