კლაუდია მორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლაუდია მორი
დაბადების თარიღი 12 თებერვალი, 1944
რომი
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი
მეუღლე(ები) ადრიანო ჩელენტანო

კლაუდია მორი (იტალ. Claudia Mori; დ. 12 თებერვალი, 1944, რომი) — იტალიელი მსახიობი, მომღერალი, ხმის ჩამწერი სტუდიის და სატელევიზიო პროდიუსერი. ადრიანო ჩელენტანოს მეუღლე.

1991 წლიდან ის არის ხმის ჩამწერი ლეიბლის „ჩელენტანოს კლანი“ მმართველი დირექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

60-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლაუდიამ კარიერა კინოსამყაროში დაიწყო 1959 წელს სერასელას როლის შესრულებით ამავე სახელწოდების ფილმში. მან ასევე ითამაშა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა ლუკინო ვისკონტის „როკო და მისი ძმები“ (რაფაელა) და რობერტ ოლდრიჩის „სოდომი და გომორა“.

ფეხბურთელ ფრანსისკო ლოაკონოსთან რომანტიკული ურთიერთობის შემდეგ, 1963 წელს იგი შეხვდა ადრიანო ჩელენტანოს ფილმის გადასაღებ მოედანზე. ჩელენტანო, რომელიც უკვე დანიშნული იყო მილენ კანტუზე, 1964 წლის 14 ივლისს დაქორწინდა მორიზე ფარულად, ღამით, გროსეტოს სან-ფრანჩესკოს ეკლესიაში. მხოლოდ მოგვიანებით გაწყვიტა კავშირი კანტუსთან. ქორწინებიდან, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია გრძელდება, შეეძინათ სამი შვილი: როზიტა (დ. 1965), ჯაკომო (დ. 1966) და როზალინდა (დ. 1968).

1964 წელს მან ასევე ითამაშა ფილმში „სუპერ ძარცვა მილანში“. ეს იყო პირველი ფილმი ჩელენტანოს რეჟისორობით. იმ მომენტიდან მოყოლებული კლაუდიას კარიერა, როგორც მსახიობის, უკუსვლას განიცდის მომღერლის კარიერის აღმასვლასთან ერთად. 1964 წელს ჩაწერა თავისი პირველი ალბომი.

1967 წელს ძალიან წარმატებული იყო სიმღერა „La coppia più bella del mondo“ (მსოფლიოში ყველაზე ლამაზი წყვილი), რომელიც იმღერა დუეტში ქმართან ერთად. ისინი ერთად იმარჯვებენ ასევე 1970 წლის სანრემოს ფესტივალზე. 70-იან წლებში იგი კვლავ ჩაწერს დუეტებს ქმართან ერთად.

70-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი დაბრუნდა გადასაღებ მოედანზე მრავალი წლის შემდეგ, 1971 წელს და ყოველთვის ქმრის გვერდითაა. 1973 წელს მან მონაწილეობა მიიღო „რუგანტინოს“ კინოვერსიაში ადრიანო ჩელენტანოსთან ერთად. ის ასევე თამაშობს როსიტა ფლორესის როლს ფილმში „ემიგრანტი“, რომლის საუნდტრეკსაც ჩაწერს. ორივე ფილმის რეჟისორია პასქუალე კამპანილე.

კლაუდია მორი ადრიანო ჩელენტანოსთან ერთად. (1970)

მან ასევე განაახლა თავისი მუსიკალური კარიერა 1974 წელს, CGD-სთვის ჩაწერა ალბომი „დროის გარეშე“, რომელშიც პაოლო ლიმიტისთან თანამშრომლობს, რომელიც ასევე წერს ცნობილ სიმღერას „საღამო მშვიდობისა ექიმო“. ეს სიმღერა თავდაპირველად განკუთვნილი იყო მინასთვის,[1] მაგრამ ჩაიწერა კლაუდია მორის მიერ და გამოიცა სინგლის სახით, მომდევნო წლის (1975 წელს) ჰიტ აღლუმში სათავეში იყო და გახდა მისი, როგორც სოლო შემსრულებლის, უდიდესი მიღწევა. ამ სიმღერის მუსიკა შელ შაპიროს ეკუთვნის, არანჟირება დეტო მარიანოს და მამაკაცის ხმა დუეტში ფრანკო მორგანის.

1975 წელს მან ითამაშა ფილმში „იუპი-დუ“ (რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი და მთავარ როლში ადრიანო ჩელენტანო), რომელშიც მან შეასრულა ადელაიდას როლი. იმავე წელს ფლავიო მოგერინიმ გადაიღო თავის კომედიაში „Culastrisce Nobile Veneziano“ ქალის მთავარ როლში, სადაც კლაუდიამ ითამაშა მარჩელო მასტროიანისთან, ლინო ტოფოლოსთან და ანა მიზეროჩისთან ერთად.

1978 წელს ქმარმა ჯილდას როლი მიანდო ფილმში „გიჟი ჯეპო“, ხოლო 1979 წელს მიიღო მონაწილეობა ტერენს იანგის ფილმში „Bloodline“.

80-იანი და 90-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლაუდია მორი ფილმში „იუპი-დუ“ (1975)

1980 წელს მან შეასრულა მირანდოლინას როლი გოლდონის „La locandiera“-ს კინოვერსიაში, რეჟისორი პაოლო კავარა, ჩელენტანოსთან, პაოლო ვილაჯოსთან და მილენა ვუკოტიჩთან ერთად. ორი წლის შემდეგ, 1982 წელს, იგი სტუმრად წარსდგა სან-რემოს ფესტივალზე სიმღერით „Non successorà più“, რომელმაც შვიდი წლის შემდეგ დააბრუნა იგი პირველ ადგილზე ჰიტ-აღლუმში. სიმღერა სარგებლობს გარკვეული კომერციული წარმატებით ასევე ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში. ამ წარმატებას ხელი შეუწყო წყვილის სავარაუდო კრიზისის მომენტმა, ამიტომ ტექსტი გააზრებულ იქნა, როგორც ავტობიოგრაფიული.

1984 წელს კლაუდიამ გამოაქვეყნა ალბომი „Claudia Canta Adriano“, რომელშიც ასრულებდა ქმრის რეპერტუარს. 1985 წელს იგი დაბრუნდა სანრემოს ფესტივალზე, რათა წარედგინა სიმღერა „დაკეტე კარი“, ძველი სიმღერის რიმეიკი, რომელიც ჩაწერილი იყო ათი წლით ადრე ჩელენტანოს მიერ. 1986 წელს გამოვიდა ფილმის საუნდტრეკი, რომელშიც მორი ინტერპრეტაციას უკეთებდა სიმღერას „პირველი ვარსკვლავი“.

1990 წელს მან მონაწილეობა მიიღო რაი-2-ის სატელევიზიო გადაცემის წამყვანად პინო კარუზოსთან ერთად, ხოლო 1991 წლიდან იყო ლეიბლ „ჩელენტანოს კლანის“ მმართველი დირექტორი, კოორდინაციას უწევდა მის ყველა სარედაქციო საქმიანობას და აწარმოებდა ქმრის რამდენიმე ყველაზე გაყიდვად ალბომს. მათ შორის „მინა ჩელენტანო“ (1998 წ.). 1994 წელს ის კვლავ მონაწილეობს სანრემოს ფესტივალზე, მაგრამ ამჯერად როგორც კონკურსანტი, ტოტო კუტუნიოს სიმღერით „Se mi ami“.

Სხვა აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს გამოვიდა „კლაუდია მორის კოლექცია“, რომელიც შეიცავს დისკს მისი ყველა ჰიტით, პლუს DVD, რომელიც ასევე შეიცავს ჩელენტანოს ოჯახის კერძო ვიდეოს, ავტორიზებულს თავად მორის მიერ. 2009 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე მან მონაწილეობა მიიღო რაი-2-ის ტალანტების შოუში The X Factor. იგი ასევე დამკვიდრდა როგორც სატელევიზიო დრამების პროდიუსერი კომპანია „Ciao Ragazzi!“-სთან ერთად, მაგალითად ფილმის — „ერთხელ იყო გიჟების ქალაქი…“ სატელევიზიო დრამის პროდიუსერის საქმიანობისთვის, მას მიენიჭა სპეციალური ჯილდო 2010 წლის რომის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ეძღვნებოდა სატელევიზიო ფანტასტიკას.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „სერასელა“, რეჟისორი რაფაელო მატარაცო (1959)
  • „როკო და მისი ძმები“, რეჟისორი ლუკინო ვისკონტი (1960)
  • „ცენზურის გარეშე“, რეჟისორი ფრანჩესკო ჯაკული (1961)
  • „სოდომი და გომორა“, რეჟისორი რობერტ ოლდრიხი (1962)
  • „ლეგენდა ფრა დიავოლოს შესახებ“, რეჟისორი ლეოპოლდო სავონა (1962)
  • „ურსუსი ცეცხლის ქვეყანაში“, რეჟისორი ჯორჯო სიმონელი (1963)
  • „უცნაური ბიჭი“, რეჟისორი ლუსიო ფულჩი (1963)
  • „ბრწყინვალე ავანტიურისტი, რეჟისორი რიკარდო ფრედა (1963)
  • „სუპერ ძარცვა მილანში“, რეჟისორი ადრიანო ჩელენტანო და პიერო ვივარელი (1964)
  • „რუგანტინო“, რეჟისორი პასქუალე ცამპანილე (1973)
  • „ემიგრანტი“, რეჟისორი პასქუალე ცამპანილე (1973)
  • „იუპი-დუ“, რეჟისორი ადრიანო ჩელენტანო (1975)
  • „გიჟი ჯეპო“, რეჟისორი ადრიანო ჩელენტანო (1978)
  • „Bloodline“ (სისხლის ხაზი„), რეჟისორი ტერენს იანგი (1979)
  • „სასტუმროს მეპატრონე“, რეჟისორი პაოლო კავარა (1980)

Პროდიუსერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1998 — „კრემის მატარებელი“
  • 2002 — „მამები“
  • 2005 — „ერთი წელი გაზაფხულზე“
  • 2005 — „დე გასპერი, იმედის კაცი“
  • 2008 — „Rino Gaetano - მაგრამ ცა ყოველთვის ლურჯია“
  • 2008 — „აინშტაინი“
  • 2010 — „ერთხელ იყო გიჟების ქალაქი…“
  • 2012 — „კარუზო, სიყვარულის ხმა“
  • 2019 — „ადრიანი“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]