ადრიანო ჩელენტანო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადრიანო ჩელენტანო
Adriano Celentano crop.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 6 იანვარი, 1938 (1938-01-06) (76 წლის)
წარმოშობა მილანი, იტალია
ჟანრ(ებ)ი პოპ-მუსიკა, როკ-მუსიკა
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, მსახიობი, კინორეჟისორი, სატელევიზიო წამყვანი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა
აქტიური 1957–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Clan Celentano
ასოციაციები I Ribelli, მინა
საიტი www.clancelentano.it

ადრიანო ჩელენტანო (იტალ. Adriano Celentano, დ. 1938 წლის 6 იანვარს) — იტალიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, კომიკოსი, მსახიობი, კინორეჟისორი და საზეიმო ცერემონიების წამყვანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ჩელენტანო დაიბადა ქ. მილანში, ქუჩაზე 14 Via Gluck (რომელსაც ასევე მიუძღვნა სიმღერა "Il ragazzo della via Gluck"). მისი მშობლები წარმოშობით ფოჯადან იყვნენ. მათ იტალიის ჩრდილოეთით გადასახლება გადაწყვიტეს, სამუშაოს გამო.

ცნობილი ვარაუდის თანახმად, მომღერლის კარიერამდე ჩელენტანო ეცნობოდა სასცენო ცხოვრებას ევროპული როკის პიონერის, გიგო აგოსტის საზოგადოებაში.

ჩელენტანო ელვის პრესლისა და 1950-იანი წლების როკ-რევოლუციის გავლენის ქვეშ მოექცა. 40 წლის მანძილზე იგი მშობლიურ ქვეყანაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, რასაც ასევე ხელს უწყობდა კომედიურ ფილმებში როლების განსახიერება. მაყურებელმა შეიყვარა მისი სახის გამომეტყველებები და ქცევები.

ადრიანოს მეუღლეა კლაუდია მორი. მათ ჰყავთ სამი შვილი - როზიტა, ჯაკომო და როზალინდა ჩელენტანო, რომელმაც მელ გიბსონის ფილმში „ქრისტეს ვნებანი“ სატანის როლი შეასრულა.

ჩელენტანოს დისკოგრაფია 40 ალბომს მოიცავს. მათ შორის არის 29 სტუდიური, სამი ცოცხალი და რვა კომპილაციური დისკი. მომღერლის ყველაზე ცნობილი სიმღერებია "La coppia piu' bella del mondo", რომელიც მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა; Azzurro" (1968), პაოლო კონტეს ტექსტით; და "Prisencolinensinainciusol" (1972).

ჩელენტანო ნახსენებია ჯგუფის Ian Dury and the Blockheads 1979 წლის სიმღერაში "Reasons to be Cheerful, Part 3" და ფედერიკო ფელინის 1986 წლის ფილმში ჯინჯერი და ფრედი.

2005 წლიდან ადრიანო ვეტეგარიანულ ცხოვრებას მიჰყვება და იცავს ცხოველთა უფლებებს.[1]

დისკოგრაფია[რედაქტირება]

სტუდიური ალბომები
კრებულები
  • 1969: Pioggia di successi - Clan, BF LP 506
  • 1970: Adriano hits - Clan, BF LP 600
  • 1973: La storia di uno...Adriano Celentano - Clan, CLN 68215
  • 1975: Il meglio di Adriano Celentano - Clan, CLN 69133
  • 1978: Celentanando - Clan, 1978 CGD / CLAN
  • 1979: Antologia ('57-'80) - Clan, CLN 22504
  • 1980: Il tempo se ne va compilation musica
  • 1982: Il cinema di Adriano - Clan, CLN 25037
  • 1983: Le volte che Adriano è stato primo - CLN 20391
  • 1988: Antologia '57-'87 (6 discs) - Clan, CLN 77002
  • 1992: Superbest - Clan, 4509 91216-1
  • 1995: Alla corte del ReMix - Clan, CLCD 74321 331042
  • 1997: Le origini di Adriano Celentano vol.1 - RTI Music, 11611
  • 1997: Und immer Azzurro - Seine 20 größten Erfolge 1962-1997 - Clan, CD 74314905623
  • 1999: Le origini di Adriano Celentano vol.2 - Clan, 496155
  • 2000: Questa è la storia di uno di noi
  • 2001: Il cuore, la voce - Clan, CLN 20501
  • 2003: Le volte che Celentano è stato 1 - Clan, CLN 20521
  • 2003: TRE
  • 2005: Una stella in mezzo al ciel
  • 2006: Le più belle canzoni di Adriano Celentano
  • 2006: Unicamente Celentano - Clan, CLN 20571
  • 2008: L'animale - Clan
  • 2010: Il ribelle rock! - Sony Music
  • 2010: Il meglio di Adriano Celentano - NAR International
  • 2010: Antologia Italian Style - Venus Distribuzione

კოლექციები[რედაქტირება]

  1. 2006Unicamente Celentano
  2. 2008L'animale
  3. 2013...Adriano

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Adriano Celentano. წაკითხვის თარიღი: May 19, 2009.