როზიტა ჩელენტანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როზიტა ჩელენტანო
მშობლიური სახელი Rosita Celentano
დაბადების თარიღი 17 თებერვალი, 1965 (58 წლის)
მილანი, იტალია
მოქალაქეობა იტალიის დროშა იტალია
პროფესია მსახიობი, მომღერალი, ტელეწამყვანი, რადიოწამყვანი
მშობლები მამა: ადრიანო ჩელენტანო
დედა: კლაუდია მორი
ნათესავები როსალინდა ჩელენტანო — და

როზიტა ჩელენტანო (იტალ. Rosita Celentano; დ. 17 თებერვალი, 1965, მილანი) — იტალიელი ტელევიზიისა და რადიოს წამყვანი, მსახიობი და მომღერალი. ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის უფროსი ქალიშვილი.[1] [2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როზიტა ჩელენტანოს კინოდებიუტი შედგა 1975 წელს ადრიანო ჩელენტანოს ფილმში Yuppie-Doo, სადაც  სადაც მან შეასრულა ეპიზოდური როლი. 1987 წელს  ითამაშა ფილმში "Mak π 100", რომლის რეჟისორია ანტონიო ბიდო და მიიღო მონაწილეობა მამის სატელევიზიო შოუში "Fantastico". 1988 წელს მან გამოუშვა საკუთარი 45 გრამფირფიტა  LP "Dal tuo sguardo in poi/Dal tuo sguardo in poi" Clan Celentano-ს ლეიბლის ქვეშ. 1989 წელს როზიტა ჩელენტანო  სან-რემოს მუსიაკლური ფესტივალის წამყვანი იყო დენი ქუინთან, ჯანმარკო ტოგნაცისთან და პაოლა დომინვინთან ერთად. 1991 წელს  მონაწილეობა მიიღო მამის ალბომის —  "Il re degli ignoranti" ჩაწერაში როგორც ბექ ვოკალისტმა და ასევე ითამაშა მის ვიდეოებში. 1994 წელს მან გამოუშვა სტუდიური ალბომი სახელწოდებით "FDM".[3]

1990-იანი წლების შუა პერიოდიდან  როზიტა ჩელენტანომ მიიღო მონაწილეობა რამდენიმე სატელევიზიო შოუში: 1995 წლის ზაფხულში გახლდათ მუსიკალური პროგრამის —  "Song of the Heart" ტელეწამყვანი TMS არხზე, 1996 წელს, დევიდ მეგასთან ერთად, იგი უძღვებოდა სატელევიზიო შოუს "კვირადღე სოფელში" , რომელიც გადიოდა არხზე Rete 4. 1999 წლის ზაფხულში სამანტა დე გრნეტთან ერთად Rai 1 არხზე  უძღვებოდა სატელევიზიო შოუს "შვიდი ერთთან." 2000-2001 წლებში გახლდათ  სატელევიზიო გადაცემა  „კვირადღის“ წამყვანი. ასევე 2000 წელს როზიტამ ეპიზოდური როლი შეასრულა  პოპულარული სერიალში The Bold and the Beautiful. 2001 წლის სექტემბერში იგი უძღვებოდა დამოუკიდებელ სატელევიზიო პროგრამას Theme LA7-ზე. 2002 წელს მან ითამაშა სატელევიზიო ფილმში "მამები", რომლის რეჟისორი გახლდათ რეჟისორი რიკარდო დონა.[4][5]

2004 წელს უძღვებოდა რეალითი შოუს „მუსიკალური ფერმა“ სატელევიზიო არხზე Rai 2, ასევე მასპინძლობდა სან-რემოს მუსიკალურ ფესტივალს ს  ტელეარხზე Rai 1. 2005 წელს მუშაობდა სატელიტურ ტელეარხზე E!, სადაც მიჰყავდა მუსიკალური რუბრიკა «Soundcheck e Backstage», ასვე ამზადებდა რეპორტაჟებს სან-რემოს ფესტივალის შესახებ. 2006 წელს როზიტა ჩელენტანომ მონაწილეობა მიიღო რეალითი შოუში "ცირკის რეალობა" ტელეწამყვან ბარბარა დ'ურსოსთან ერთად Canale 5-ზე. 2007 წელს  ითამაშა მარკო ტურკოს მიერ გადაღებულ მინი-სერიალში "მაგრამ ცა ყოველთვის ლურჯია", Rai 1-ზე. იმავე წლის  ოქტომბერში, რადიომაუწყებლობის არხზე RTL 102.5 გახლდათ წამყვანი გადაცემისა "სირცხვილის გარეშე". 2009 წელს როზიტამ გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი Grazie a Dio ho le corna და ასევე მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო პროგრამაში Five Weeks on Canale 5, რომელშიც იგი უძღვებოდა რუბრიკას "Confidant".[6][7][8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Internet Movie Database — 1990.
  2. Rosita Celentano // Babelio (ფრანგ.) — 2007.
  3. Fiornando. Jon Lei – Ma un giorno l’amore morì il venerdì. fiornando.altervista.org. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი 2016.  (იტალ.)
  4. Cальваторе Кау. LA TV CHE APRIVA PER FERIE: SETTE PER UNO. davidemaggio.it. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი 2016.  (იტალ..)
  5. Rosita Celentano presents "Milano Fashion Week" | Sky.it
  6. Mag/As/Adnkronos. CANALE 5: ROSITA CELENTANO STAR DI 'BEAUTIFUL'. www1.adnkronos.com. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი 2016.  (იტალ.)
  7. Domenica pomeriggio in TV- Nuova stagione 2009/2010
  8. Book details on libreriarizzoli.it, on libreriarizzoli.corriere.it. Retrieved 19 April 2021, archived from the original on 6 September 2012.