ალიგატორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალიგატორი
Alligatoracp.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ნიანგები
ოჯახი: ალიგატორისებრნი
გვარი: ალიგატორი
ლათინური სახელი
Alligator
სახეობები

ალიგატორი (ლათ. Alligator < ესპ. el lagarto — ხვლიკი), ქვეწარმავლების გვარი ნიანგების რიგისა. ცნობილია ორი სახეობა: მისისიპის ალიგატორი (Alligator mississippliensis), 6,3 მ-მდე სიგრძისა, დიდი რაოდენობით გვხვდებოდა ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ინტენსიური რეწვის შედეგად მისი რაოდენობა შემცირდა და ამჟამად უმთავრესად ფლორიდის ჭაობებში ბინადრობს; ცოტაოდენი შემორჩენილია სხვა ადგილებშიც; ჩინური ალიგატორი (Alligator sinensis), 2,5 მ-მდე სიგრძისა. გვხვდება მდინარე იანძიანის ქვემოწელში. ახალგაზრდა ალიგატორი იკვებება წყლის მწერებითა და კიბოსნაირებით, ზრდასრული - ბაყაყებით, გველებითა და თევზებით. ზოგჯერ თავს ესხმის სხვა ცხოველებსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 308-309, თბ., 1975