ისიკავის პრეფექტურა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ისიკავა, პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს დასავლეთ სანაპიროზე. ფართობი 4,2 ათ. კმ2. მოსახლეობა 1.173.994 კაცი (2005), მ. შ. დაახლოებით 65% ქალაქში ცხოვრობს. ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. კანაძავა. ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს მაღლობებსა და მთებს. სანაპიროზე დაბლობების ვიწრო ზოლია. განვითარებულია საფეიქრო (უმთავრესად აბრეშუმის) და მანქანათსაშენი (ავტო- და ტრაქტორთმშენებლობა), აგრეთვე კვების, ხე-ტყის სახერხი, სილიკატურ-კერამიკული მრეწველობა (მ. შ. მაღალხარისხოვანი ფაიფურის წარმოება). იღებენ ფოსფორიტებს, ვერცხლს, სპილენძსა და ნავთობს. მოჰყავთ ბრინჯი. განვითარებულია მებოსტნეობა, თევზჭერა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 5, გვ. 229, თბ., 1980
|
|||||||||||||||||||||||||||||||||
სტატიის