ივატეს პრეფექტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივატეს პრეფექტურა

ივატე, (იაპ. 岩手県) პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთ სანაპიროზე. ფართობი 15,3 ათ. კმ2. მოსახლეობა 1.401.765 კაცი (2003), მათ შორის დაახლოებით 50% ქალაქში ცხოვრობს. ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. მორიოკა. ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს მთებსა და მაღლობებს. დაახლოებით 6% - სანაპირო დაბლობს. წარმოებული პროდუქციის ღირებულების 50%-ზე მეტს იძლევა დამუშავებითი მრეწველობა, რომლის მთავარი დარგებია მეტალურგია, კვებისა და ხის დასამუშავებელი მრეწველობა. იღებენ ოქროს, პირიტსა და რკინის მადანს. მოჰყავთ ბრინჯი, განვითარებულია მებაღეობა, მესაქონლეობა, თევზჭერა, აგროვებენ წყალმცენარე "ვაკამეს" (1 ადგილი იაპონიაში). არის ტყის სარეწები.

ლიტერატურა[რედაქტირება]