კაგავის პრეფექტურა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კაგავის პრეფექტურა, (იაპ. 香川県), პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ სიკოკუს ჩრდილოეთ ნაწილში. მოიცავს კუნძულ სიოდოსაც. ფართობი 1864,7 კმ2. მოსახლეობა 1.006.329 კაცი, მათ შორის დაახლოებით 50% ქალაქში ცხოვრობს. მთავარი ქალაქი და აღმოსავლეთი ცენტრი - ტაკამაცუ. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი (70%) უჭირავს მთებს და მაღლობებს, ჩრდილოეთით დაბლობის ვიწრო ზოლია.
კაგავა სასოფლო-სამეურნეო რაიონია. მთავარი კულტურაა ბრინჯი, რომელსაც უჭირავს პრეფექტურის დამუშავებული ფართობის დაახლოებით 77%. განვითარებულია მეხილეობა (მანდარინი, ატამი). თევჭერა, ზღვის სარეწები. იღებენ ქვამარილს. დამუშავებითი მრეწველობის დარგებიდან წამყვანია მსუბუქი და კვების მრეწველობა. სპილენძისა და პოლიმეტალების ბაზაზე განვითარდა ფერადი მეტალურგია. იზრდება ქიმიური მრეწველობის პროდუქცია. ტურიზმი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 5, გვ. 294, თბ., 1980
|
|||||||||||||||||||||||||||||||||
სტატიის