ეჰიმეს პრეფექტურა
| დასახლებული პუნქტი
ეჰიმე
愛媛県
|
ეჰიმეს პრეფექტურა (იაპონ. 愛媛県?) პრეფექტურა სიკოკუს ჩრდილო-დასავლეთით, იაპონიაში. დედაქალაქია მაცუიამა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
მეიძის რესტავრაციამდე , ეჰიმეს პრეფექტურას ერქვა იიოს პროვინცია. ჰეიანის პერიოდამდე ამ ტერიტორიაზე დომინირებდნენ მეთევზეები და მეზღვაურები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მეკობრეებსა და მონღოლების წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეკიგაჰარას ბრძოლის შემდეგ, ტოკუგავა სიოგუნი ამ ტერიტორიებს საკუთარ ალიანსს უქვემდებარებს, კატო იოშიაკიმ აქ ააშენა ციხესიმაგრე მაცუიამა საიდანაც დღევანდელი ქალაქი განვითარდა.
სახელი ეჰიმე მოდის კოძიკიდან და ნიშნავს - ლამაზ ქალწულს.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ეჰიმას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სეტოს ზღვა, აღმოსავლეთიდან კაგავას და ტოკუშიმას პრეფექტურები, ხოლო სამხრეთიდან კოჩის პრეფექტურა.
კუნძულზე მდებარე ორივე მაღალმთიანეთი შედის ამ პრეფექტურაში. ასევე სანაპირო, მრავალი კუნძულებით. აჰიმეს ყველზე დასავლეთ წერტილი არის სადამისაკის ნახევარკუნძული, რომელიც იაპონიაში ყველაზე წვრილი ნახევარკუნძულია.
[რედაქტირება] ქალაქები
პრეფექტურაში თერთმეტი ქალაქია:
[რედაქტირება] ეკონომიკა
მაცუიამას ირგვლივ განვითარებულია შემდეგი ინდუსტრიები, გემთმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა, ნავთობის გადამუშავება, ქაღალდის და ტექსტილის წარმოება. პრეფექტურის სოფლები ძირითადად ჩრთულია სოფლის მეურნეობასა და მეთევზეობაში და განსაკუთრებით განთქმული არიან ციტრუსოვანი კულტურების მოშენებაში.
იკატას ატომური სადგური გამოიმუშავებს სიკოკუს ელექტროენერგიის დიდ წილს.
[რედაქტირება] მუზეუმები
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ეჰიმის პრეეფქტურის ოფიციალური გვერდი (ინგლისური)
|
|||||||||||||||||||||||||||||||||
სტატიის