აიტის პრეფექტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აიტის პრეფექტურის რუკა

აიტი (იაპ. 愛知県), პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ცენტრალური ნაწილი. ფართობი 5,1 ათ კმ2, მოსახლეობა 7.254.432 კაცი. (2005). მ. შ. 80% ქალაქში ცხოვრობს. ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. ნაგოია. ტერიტორიის დიდი ნაწილი ბორცვიანი სანაპირო დაბლობია. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით კისოს და აკაისის ქედების სამხრეთი განშტოებებია აღმართული (600-700 მ). აიტი ტიუკიოს სახელწოდებით ცნობილი სამრეწველო რაიონის ცენტრია და ქვეყნის სამრეწველო წარმოების 10%-ს იძლევა. მთავარი დარგებია საფეიქრო, სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა (მ. შ. ავტომობილების წარმოება), ქიმიური, ჩარხმშენებელი, მეტალურგიული, კვების, სამთომოპოვებითი მრეწველობა (იაპონიაში უდიდესი ტალკის საბადო). სამრეწველო ცენტრებია ნაგოია, კარია და ტოიოდა (ქმნიან ერთიან სამრეწველო ზონას).

დამუშავებული მიწები (123 ათ. ჰა) უმთავრესად ზღვისპირა რაიონებშია, ფართობი 68& ბრინჯის ნათესებს უკავია, 6%-ზე მეტი - ბაღებს. მოჰყავთ ხორბალი, ქერი, განვითარებულია მეხილეობა, მეყვავილეობა, მეაბრეშუმეობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა, მეკურდღეობა, თევზჭერა. ზღვის სანაპიროს გასწვრივ კურორტებია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 244, თბ., 1975