ირლანდიური სამზარეულო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ირლანდიური სამზარეულო — ირლანდიის ტრადიციული სამზარეულო.

საჭმელი ძველ ირლანდიაში[რედაქტირება]

ძველ ირლანდიურ ლიტერატურაში პერიოდულად აღიწერებოდა კერძები და სასმელები.

დუბლინის რაიონში, ტყეში, ვიკინგების დასახლებაში გატარებულმა გათხრებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა ქალაქის მცხოვრებლების კვების რაციონის შესახებ. რაციონი შედგებოდა მსხვილფეხა საქონლის, ღორის, ცხვრისა და თევზის ხორცისგან. მცენარეული საკვებიდან მოიხმარებოდა კენკრა, არაქისი. ნაცარქათამას თესლს მოიხმარდნენ ფაფის გასაკეთებლად.

შუა საუკუნეებში, კარტოფილის გამოჩენამდა, სოფლის მეურნეობაში დომინირებდა მეცხოველეობა. ხორცს მხოლოდ მდიდრები ფლობდნენ. ღარიბები იკვებებოდნენ რძით, ზეთით, ყველით, ქერითა და შვრიით. ხშირად მოიხმარდნენ მსვილფეხა საქონლის სისხლსა და ზეთში შერეულ რძეს[1] (სისხლიანი რძე აგრეთვე პოპულარულია აფრიკულ ტომ მასაი).

კარტოფილი ირლანდიაში[რედაქტირება]

XVI საუკუნის მეორე ნახევარში კარტოფილის გამოჩენამ ძლიერ იმოქმედა ამ ქვეყნის სამზარეულოზე. თავდაპირველად კარტოფილი ირლანდიაში დეკორატიული კულტურის როლში გამოჩნდა, საჭმლად კი გავრცელდა მოსახლეობის ღარიბ ფენაში.

ირლანდიის თანამედროვე სამზარეულო[რედაქტირება]

ირლანდიური რაგუ

XX საუკუნეში ირლანდიური სამზარეულო კონკურენციას განიცდიდა იტალიური, ინდური და ჩინური სამზარეულოების ფართო გავრცელების გამო. ირლანდიური სამზარეულოდან განსაკუთრებით პოპულარული იყო ირლანდიური რაგუ (მოშუშული ცხვრის ხორცი სტაფილოთი და ხახვით), კოდლი (კარტოფილითა და ხახვით მოშუშული ძეხვები და ბეკონი), ირლანდიური საუზმე და ბოქსტი

ტრადიციული ირლანდიური კერძებისა და სასმელების სია[რედაქტირება]

  • კომბოსტოსთან მოშუშული ბეკონი
  • Barmbrack — პური ახალი ქიშმიშითა და ყურძნით
  • Beamish stout — ლუდი (სტაუტი)
  • Black and Tan — პორტერი
  • Boxty — კარტოფილის ბლინები
  • Carrageen moss
  • Champ — კარტოფილის პიურე, მწვანე ხახვთან, კარაქსა და რძესთან
  • Coddle — კარტოფილითა და ხახვით მოშუშული ძეხვები და ბეკონი
  • Colcannon — კომბოსტოსა და კარაქით შერეული კარტოფილის პიურე
  • Crubeens — მოხარშული დამარილებული ღორის ფეხი
  • Dulse — მუქი-წითელი წყალმცენარე Palmaria palmata. მოიხმარება გამხმარი სახით
  • Drisheen — შავი პუდინგის ერთ-ერთი ტიპი
  • Goody — რძეში მოხარშული პური შაქრითა და სანელებლებით
  • გინესი — ლუდი
  • სრული ირლანდიური საუზმე — იგივეა, რაც სრული იგნლისური საუზმე, მათ აგრეთვე უწოდებენ „fry“-ს
  • ყავა ირლანდიურად — კოქტეილი ცხელი ყავისგან, ირლანდიური ვისკისა და შაქრისგან, დაფარული ათქვეფილი ნაღებით
  • ირლანდიური ნაღებიანი ლიქიორი — ირლანდიური ვისკის, ყავისა და სხვა კომპონენტებისგან გაკეთებული ლიქიორი
  • Irish Mist — ირლანდიური ვისკის, კლევერის, თაფლისა და არომატული ბალახებისგან გაკეთებული ლიქიორი
  • ირლანდიური რაგუ — მოშუშული ცხვრის ხორცი სტაფილოთი და ხახვით
  • Skirts and kidneys
  • Soda bread — უსაფუარო პური, რომლის მომზადების დროსაც იყენებენ სოდასა და კეფირს
  • Poitín — შინ გამოხდილი არაყი, რომელიც მზადდება სვიის ან კარტოფილისგან

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Mitchell, Frank and Ryan, Michael. Reading the Irish landscape (1998). ISBN 1-86059-055-1
  • National Museum of Ireland. Viking and Medieval Dublin: National Museum Excavations, 1962—1973. (1973)

სქოლიო[რედაქტირება]