სტაუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტაუტი

სტაუტი (ინგლ. stout) მუქი ლუდი, რომელიც მოხალული ალაოს, კარამელის ალაოსა და მოხალული ქერის გამოყენებით მზადდება. თავდაპირველად ირლანდიაში ხარშავდნენ როგორც პორტერის სახეობას. ძალიან პოპულარულია დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავიდან, ზედსართავი სახელი სტაუტი (ინგლ. stout) ამაყს, მედიდურს, თავმომწონეს ნიშნავდა. მოგვიანებით, XIV საუკუნიდან – ამ სიტყვამ ძლიერის (ინგლ. strong) მნიშვნელობა შეიძინა. ეს იყო 1820 წელს, როდესაც იგი კომპანია გინესმა თავისი სტაუტ–პორტერისთვის გამოიყენა. უნდა აღინიშნოს, რომ გინესი ლუდს 1759 წლიდან ხარშავდა. სტაუტი იმ დროს ნიშნავდა მაგარს და ნებისმიერი ტიპის ლუდის დახასიათება შეიძლებოდა ამ სიტყვით. შემდეგ, სტაუტი მხოლოდ პორტერთან ასოცირდება და მუქი ლუდის სინონიმი ხდება. XIX საუკუნის დასასრულს, ლუდმა გამაჯანსაღებელი სასმელის რეპუტაცია მოიპოვა და ხშირად, ექიმები მას ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად უწერდნენ ავადმყოფებს.

სტაუტი განსხვავდება პორტერისგან შედარებით მუქი ფერით, რისთვისაც მეტად მოხალული ალაოს დამსახურებაა. იგი, ასევე, გაცილებით ალკოჰოლურია.

რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური ვებ–საიტი