ნაცარქათამა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაცარქათამა
Chenopodium bonus-henricus
Chenopodium bonus-henricus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: Caryophyllales
ოჯახი: ნაცარქათამასებრნი
გვარი: ნაცარქათამა
ლათინური სახელი
Chenopodium

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ნაცარქათამა (Chenopodium), მცენარეთა გვარი ნაცარქათამასებრთა ოჯახისა. ერთი ან მრავალწლოვანი ბალახებია, იშვიათად - ბუჩქები. მორიგეობით განლაგებული ფოთლები ხშირად ფქვილისებრი ნაფიფქით არის მოფენილი. ნაცარქათამა იზრდება ნათესებში, ბაღებსა და ბოსტნებში როგორც სარეველა, აგრეთვე მდინარეთა ნაპირებზე, გვხვდება დანაგვიანებულ ადგილებზეც. ცნობილია ნაცარქათამას 250 სახეობა. ისინი გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში გვხვდება 12 სახეობა. მათგან ფართოდ გავრცელებული Chenopodium album, Chenopodium botrys. ნაცარქათამას ზოგიერთი სახეობა (Chenopodium polyspermum, Chenopodium rubrum, Chenopodium foliosum) გამოიყენება სჭმელად როგორც ბოსტნეული ან მხალეული; ზოგი (Chenopodium album) საქონლის საკვებია; ზოგსაც (თეთრი ნაცარქათამა Chenopodium album, Chenopodium yulvaris, Chenopodium hybridum; Chenopodium ambrosioides) ხალხურ მედიცინაში იყენებენ ოფლმდენ საშუალებად, ანგინის, რევმატიზმისა და წითელი ქარის სამკურნალოდ, აგრეთვე კრუნჩხვისა და ასთმის დროს. Chenopodium botrys ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებაა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ღვინიაშვილი ც., ქსე, ტ. 7, გვ. 339, თბ., 1984