ირინა პალეოლოგოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირინა პალეოლოგოსი
Ειρήνη Παλαιολογίνα
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1340
მმართ. დასასრული: 1341
წინამორბედი: ბასილი
მემკვიდრე: ანა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1315
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერია
გარდ. თარიღი: 1341 წლის შემდეგ
მეუღლე: ბასილი
დინასტია: პალეოლოგოსები
მამა: ანდრონიკე III

ირინა პალეოლოგოსი (ბერძ. Ειρήνη Παλαιολογίνα; დ. 1315 – გ. 1341 წლის შემდეგ) — ტრაპიზონის იმპერატორი 1340-1341 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირინა იყო ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე III-ის უკანონო შვილი. 1335 წელს ცოლად გააყოლეს ტრაპიზონის იმპერატორ ბასილი I-ს. არსებობს ეჭვი, რომ მან მოწამლა ბასილი 1340 წელს.[1] ბასილის გარდაცვალების შემდეგ ბასილის შვილები ირინა ტრაპიზონელისაგან, ალექსი III და კალო-იოანე, გაგზავნა კონსტანტინოპოლში და თავად ავიდა ტახტზე. ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი ტრაპიზონის იმპერიაში, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბიზანტიური და ქართული ორიენტაციის პარტიები. ირინას მხარს უჭერდნენ ამიძანტარები, სამხედრო ელიტა და სამოქალაქო მოხელეები. მის წინააღმდეგ გამოდიოდა ადგილობრივი ლაზური არისტოკრატია და არქონტები. თავდაპირველად ირინამ წარმატებას მიაღწია. 1340 წელს ლიმნიიდან ტრაპიზონში ჩავიდა იოანე ევნუხი დიდძალი ჯარით და დაამარცხა დედოფლის წინააღმდეგ აჯანყებულები, გადაწვა ევგენიოსის ეკლესია, სადაც აჯანყებულები იყვნენ გამაგრებულები, დააპატიმრა და მოკლა აჯანყებული მთავრები. პარალელურად, ტრაპიზონიას იმპერიას ჰქონდა შეტაკებები ამიდელ თურქებთან პარხარსა და ტრაპიზონში. ამ ლაშქრობებმა დიდი ზიანი მიაყენა ტრაპიზონის იმპერიას, რის გამოც მოსახლეობა ირინა პალეოლოგის წინააღმდეგ იყო განწყობილი. ამას ემატებოდა ისიც, რომ ის აპირებდა გათხოვილიყო ტომით უცხოელ დიდებულზე. 1341 წელს ირინა პალეოლოგოსის საწინააღმდეგო პარტიას სათავეში ჩაუდგა ანა კომნენოსი. მან ლაზთა დიდი ჯარით აიღო ტრაპიზონი. 17 ივნისს ირინა პალეოლოგისი ტახტიდან გადადგა და ფრანკთა გემით კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. ამის შემდეგ მისი ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Miller, W., „Trebizond. The Last Greek Empire“ გვ. 46 ლონდონი 1926 (ინგლისური)